weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

სააკაშვილის თხოვნით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა შიმშილობა შეწყვიტეს

19:45 შაბათი, 01 იანვარი 2022

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა და მხარდამჭერებმა, რომლებიც პარტიის ოფისთან გაშლილ კარვებში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობდნენ, შიმშილობა შეწყვიტეს. მათ ეს სააკაშვილმა სთხოვა.

ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თუ მოშიმშილეები შიმშილობას არ შეწყვეტდნენ, პროტესტის უკიდურეს ფორმას თავადაც მიმართავდა.

„მიხეილ სააკაშვილი განიცდის თითოეული მოშიმშილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და თავადაც იძულებული გახდება, რომ მანაც განაახლოს შიმშილობა, რისი დაშვების უფლებაც არ გვაქვს არცერთ ჩვენგანს, ვინაიდან მიხეილ სააკაშვილის მიერ შიმშილობის დაწყება იქნება ფატალური შედეგის მომტანი.

ამიტომ, თანამებრძოლებთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გადავიდეთ ბრძოლის შემდეგ ეტაპზე, რომელიც იქნება მრავალფეროვანი და არაძალადობრივი, მანამ, სანამ ქვეყანაში სამართლიანობა არ გაიმარჯვებს და არ დასრულდება პოლიტიკური მართლმსაჯულება. აქედან გამომდინარე, ჩვენ გადავდივართ ბრძოლის სხვა ეტაპზე“, – განაცხადა „ნაციონალურ მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობა 21 დეკემბერს დაიწყო. როგორც პარტიის ლიდერები აცხადებდნენ, შიმშილობის აქციაში 150-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]