weather cur horoscope tv
აგვისტო 20, 2022

მიხეილ სააკაშვილმა 6 იანვრიდან შესაძლოა პროტესტის უკიდურეს ფორმებს მიმართოს – ადვოკატი

15:05 ორშაბათი, 03 იანვარი 2022

პატიმრობაში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა შესაძლოა პროტესტის უკიდურეს ფორმებს მიმართოს. ამის შესახებ მისმა ადვოკატებმა განაცხადეს. შოთა თუთბერიძის ინფორმაციით, სააკაშვილი 6 იანვრამდე ითხოვს კონფიდენციალური კომუნიკაციის შესაძლებლობის აღდგენას და მასთან ექიმთა დამოუკიდებელი ჯგუფის დაშვებას. 

„ცენტრ „ემპათიას“ ექიმებს სრულიად უკანონოდ არ ეძლევათ საშუალება, მოინახულონ მიხეილ სააკაშვილი. ასევე, ვითხოვთ შეერთებული შტატებიდან, უკრკაინიდან და ჰოლანდიიდან იმ ექიმების დაშვებას, რომლებიც მზად არიან პრეზიდენტს გაუწიონ დახმარება. 

ვერ გვატანს ვერაფერს, წერილებით ვერ ვკომუნიკაციობთ. გვაქვს მხოლოდ იმის საშუალება, რომ გასვლის წინ მაგიდაზე რაღაც დაგვიტოვოს, რაც ბუნებრივია, კომუნიკაციას ვერ უზრუნველყოფს. ჩვენც უნდა გავცვალოთ აზრები, რასაც ვერ ვახერხებთ. ამ მოთხოვნების დაუკმაყოფილების შემთხვევაში, მივიღებთ ორ შედეგს: პირველი გახლავთ ის, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარება შეუქცევადად გაუარესდება და შეიძლება მისი სიკვდილიც კი გამოიწვიოს და მეორე – თუ 6 იანვრამდე ეს პრობლემები არ იქნება მოგვარებული და პენიტენციური სამსახური გადაწყვეტს, რომ კანონის სრული იგნორირებით გააგრძელოს პოლიტიკური პატიმრის, პოლიტიკური ტყვის უფლებების შელახვა, მიმართავს პროტესტის უკიდურეს ფორმებს“, – განაცხადა შოთა თუთბერიძემ.

ადვოკატის თქმით, დეტალურად ვერ ისაუბრებს, პროტესტის რა ფორმას მიმართავს სააკაშვილი. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის N12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 30 დეკემბერს, გვიან ღამით გადაიყვანეს. მისი ერთ-ერთი ადვოკატის, ნიკა გვარამიას თქმით, პატიმარი ჰოსპიტლიდან ყალბი დიაგნოზის საფუძველზე გამოწერეს და სინამდვილეში, ის გამოჯანმრთელებული არ არის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]