weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

15:56 ორშაბათი, 03 იანვარი 2022

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საპარლამენტო ოპოზიციას მოუწოდებს, მის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისია შექმნან. ამის შესახებ მასთან შეხვედრის შემდეგ ადვოკატმა, გიორგი მშვენიერაძემ განაცხადა.

„მიხეილ სააკაშვილი არის არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის მსხვერპლი. ამის შესახებ საზოგადოება ინფორმირებულია და საკუთარი თვალით აქვს ნანახი, თუმცა ეს მდგომარეობა არ დასრულებულა. 

მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანი იქნება მის საქმეზე პარლამენტში შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის მის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტს და მათ შორის იმ თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს, რომლებიც ამ პროცესში იყვნენ ჩართულები.

შესაბამისად, ჩვენი თხოვნა და მოწოდება იქნება 50 ოპოზიციონერი პარლამენტარისადმი, მათაც შეაფასონ ეს მდგომარეობა“, – განაცხადა მშვენიერაძემ ჟურნალისტებთან.

გიორგი მშვენიერაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილს სჭირდება სათანადო სამედიცინო დახმარება, რომლის მიღებასაც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ვერ ახერხებს. 

„დღემდე შეზღუდული აქვს უფლება მიიღოს სამედიცინო მომსახურება და საკუთარი ექიმების ალტერნატიული აზრი მოისმინოს. სააკაშვილი თვლის, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება პირდაპირ დაკავშირებულია მისი საქმის გამოძიებასთან, რადგან საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა ინტენსიურად, მასთან მიმართებაშიც, დეტალურად გამოიკითხა და ფიქრობს, რომ ამიტომ გადადგა ხელისუფლებამ ნაბიჯი, რათა შეანელოს გამოძიების პროცესი“, – აღნიშნა მშვენიერაძემ.

მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ, თბილისში, პირველ ოქტომბერს დააკავეს. უზენაესი სასამართლოს მიერ ის დამნაშავედ არის ცნობილი ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში გასამართლებულ პირთა წინასწარი შეთანხმებით შეწყალების ეპიზოდში. სააკაშვილს სასჯელის ზომად 6 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა აქვს განსაზღვრული. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთისთვის, 7 ნოემბრის აქციის დარბევის საქმეზე და ასევე, ე.წ. პიჯაკების საქმეზე, რომელიც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვას ეხება.

დაკავების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა, რადგან თავს უკანონო პატიმრად მიიჩნევს. მას შემდეგ რაც ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდა, მისი მოთხოვნა სამოქალაქო ტიპის მულტიფუნქციურ საავადმყოფოში გადაყვანა იყო, თუმცა 8 ნოემბერს, რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულებიდან მოტყუებით და მისი ნების საწინააღმდეგოდ გლდანის N18 მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში 19 ნოემბერს, შიმშილობის 50-ე დღეს მოათავსეს, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა. ყოფილი პრეზიდენტი რუსთავის ციხეში 30 დეკემბერს, გვიან ღამით დააბრუნეს. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]