weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ასეთი განცხადებები არყევს საზოგადოების ნდობას დასავლელი პარტნიორებისადმი – კობახიძე

13:55 სამშაბათი, 04 იანვარი 2022

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს გუშინდელი შეფასება, მათ შორის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით, არასამართლიანი და არასწორია. 

„ჩვენ ჩვენს პარტნიორებთან გვაქვს 30-წლიანი ძალიან წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილება. ძალიან ხშირად, ჩვენ ვიღებთ ხოლმე მათგან რჩევებს და რა თქმა უნდა, ამ რჩევებს ვითვალისწინებთ. არის ხოლმე, სამწუხაროდ, ასეთი გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც ჩვენ ვისმენთ არასამართლიან და არასწორ შეფასებებს მათი მხრიდან და ეს არის ამის მორიგი მაგალითი. 

სამწუხაროდ, ასეთი განცხადებები არყევს ქართული საზოგადოების ნდობას დასავლელი პარტნიორების მიმართ, რაც არ არის კარგი და ეს ჩვენ არ უნდა დავუშვათ. 

ჩვენ ვიცით, რომ არის ხოლმე ადამიანური შეცდომები, არასწორი ინფორმაცია და ა.შ. თუმცა, რა თქმა უნდა, საზოგადოებისთვის, სამწუხაროდ, ეს არ არის არც ახსნა და არც მითუმეტეს, გამართლება. შესაბამისად, ბუნებრივია, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების სათანადო ინფორმირება მოვახდინოთ“, – განაცხადა კობახიძემ.

მმართველი პარტიის თავმჯდომარის თქმით, აშშ-ის საელჩოს განცხადებაში არაერთი უზუსტობა და ფაქტობრივი შეცდომაა. 

„ეს ყველაფერი უნდა უკავშირდებოდეს, ბუნებრივია, ადამიანურ შეცდომებს. მათ შორის, ის, რომ საუბარია ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე, რაც არასწორია. არავითარი სამსახური არ გაუქმებულა. სინამდვილეში მოხდა კონკრეტული სამსახურის ორ ნაწილად გაყოფა და კომპეტენციები არათუ არ შემცირებულა, პირიქით, მთლიანობაში, ჯამურად, გაფართოვდა“, – აღნიშნა კობახიძემ.

საქართველოში აშშ-ის საელჩომ გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარია იმაზე, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით „ქართულმა ოცნებამ“ მთავრობის ანგარიშვალდებულებას ძირი გამოუთხარა. გარდა ამისა, საელჩოს შეფასებით, საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებების განხორციელებით, ზიანი მიადგა ცალკეული მოსამართლის დამოუკიდებლობას და შესუსტდა ნდობა სასამართლოს მიმართ უზენაესი სასამართლოს კიდევ ერთი მოსამართლის დანიშვნით. აშშ-ის საელჩო აცხადებს, რომ ნაბიჯები, რომლებიც ასუსტებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, როგორიცაა სასამართლო ან დამოუკიდებელი საზედამხედველო უწყებები, აზიანებს საქართველოს მისწრაფებებს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]