weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

ოზურგეთის მერის თანაშემწე ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს 

17:32 სამშაბათი, 11 იანვარი 2022

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის, ავთანდილ თალაკვაძის თანაშემწე არჩილ ყაზაიშვილი ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს. 

როგორც „მთავარ არხთან“ ინტერვიუში დაკავებულის მშობელი ამბობს, პოლიციას მეზობელმა დაურეკა. მისივე თქმით, მეზობელმა ხმაური გაიგო, ძალადობას ადგილი არ ჰქონია და დაკავებულის მეუღლე არაფერზე ჩივის. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

არჩილ ყაზაიშვილი ოზურგეთის მერის თანაშემწედ დეკემბერში დაინიშნა. 2018 წლიდან ის გურიის გუბერნატორის მოადგილე იყო, ხოლო 2014-2017 წლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილის თანამდებობა ეკავა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]