weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი პროკურორი ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე გახდა

12:50 ოთხშაბათი, 12 იანვარი 2022

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი დოხტურიშვილის ერთ-ერთ მოადგილედ სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი საოლქო პროკურორი ილია ჯალაღანია დაინიშნა. 

ჯალაღანია 2021 წლის თებერვლიდან 2022 წლის იანვრამდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორის მოადგილე იყო, 2016 წლიდან 2021 წლის თებერვლამდე კი – სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორი. 2012-2016 წლებში მას დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორის თანამდებობა ეკავა, ხოლო 2005-2010 წლებში ჯალაღანია ოზურგეთის რაიონული პროკურორი იყო.

თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი გიორგი დოხტურიშვილი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულად დეკემბრიდან მუშაობს. მას სამი მოადგილე ჰყავს. საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით, 2022 წლის იანვრიდან სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობრივი სარგო თვეში 6490 ლარი გახდა, რაც წელიწადში 77 880 ლარს შეადგენს. რწმუნებულის პირველი მოადგილის თანამდებობრივი სარგო თვეში 4290 ლარია, ხოლო მოადგილის – 4235.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]