weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარედ გახარიას პარტიის წევრი კორნელი სალია აირჩიეს

15:04 ხუთშაბათი, 20 იანვარი 2022

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ წევრი კორნელი სალია აირჩიეს. მას საკრებულოს 14-მა ოპოზიციონერმა წევრმა მისცა ხმა, „ქართულ ოცნებას“ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.

„მადლობა ყველას. სამწუხაროა, რომ „ოცნებამ“ არ მიიღო მონაწილეობა კენჭისყრაში, მაგრამ, იმედი მაქვს, რომ მაინც მოვახერხებთ თანადგომას წალენჯიხისთვის და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საკრებულომ ფუნქციონირება გააგრძელოს და მივიღოთ ბიუჯეტი“, – განაცხადა სალიამ არჩევის შემდეგ.

მისივე თქმით, პოლიტიკურ თანამდებობებს „ქართული ოცნების“ წევრებიც მიიღებენ, თუ ამის სურვილი ექნებათ. კორნელი სალიას განმარტებით, საკრებულო არჩევნებში პარტიების მიერ მიღებული ხმების შესაბამისად დაბალანსდება.

„ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ საკრებულოში დაბალანსებულ პოლიტიკას ვაწარმოებთ ყველა თანამდებობის გადანაწილების დროს“, – აღნიშნა ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ.

წალენჯიხის 27-წევრიან საკრებულოში „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ 11-11 მანდატი აქვთ, პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ – 3, ხოლო 1-1 – „ლელოს“ და დამოუკიდებელ დეპუტატს. დღევანდელ სხდომას 24 წევრი ესწრებოდა.

საქართველოს მასშტაბით წალენჯიხის მუნიციპალიტეტი ერთადერთია, სადაც მერის და საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობები ოპოზიციონერებს უკავიათ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]