weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

პარლამენტის თავმჯდომარის ასე აბუჩად მოხსენიება კორექტული არ არის – ქადაგიშვილი

16:13 შაბათი, 22 იანვარი 2022

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ჟან მონეს დიალოგის საკითხზე ევროპარლამენტარების ვიზიტი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან შეთანხმებული არ ყოფილა. როგორც ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, პაპუაშვილს ამის შესახებ ვიზიტამდე ორი დღით ადრე აცნობეს. 

„ასე აბუჩად მოხსენიება საქარველოს პარლამენტის თავმჯდომარის, რომ მან დრო ვერ გამონახა და ვერ მოიცალა, არ არის კორექტული.

როდესაც რამდენიმე დღით ადრე, ანუ ორი დღით ადრე, ეუბნები პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ ახლა ჩამოვდივარ და რაღაც ფორმატს ვიწყებ და ეს ფორმატი ამ დროს სულ სხვა რეჟიმში და სულ სხვა დონეზე უნდა შეთანხმდეს, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ეს არ არის კორექტული დამოკიდებულება არც საქართველოს პარლამენტის მიმართ. 

ჩვენ, რა თქმა უნდა, ევროპარლამენტთან ყველა ფორმატში ვთანამშრომლობთ და ამ ფორმატშიც გაგრძელდება თანამშრომლობა, ოღონდ იმ წესის მიხედვით, რა წესიც არის ამ ფორმატისთვის დამახასიათებელი და მიღებული ევროპარლამენტსა და ეროვნულ პარლამენტებს შორის“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ევროპარლამენტის წევრებმა, „ჟან მონეს დიალოგის“ თანაფასილიტატორებმა – ვიოლა ფონ კრამონმა, მირიამ ლექსმანმა და მარია კალიურანდმა გუშინ განაცხადეს, რომ საქართველოში მათი ვიზიტი გაუქმდა, „რადგან პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ვერ გამონახა დრო, რომ ჩაერთოს“. ევროპარლამენტარების ინფორმაციით, თბილისში მათი ვიზიტი 21-22 იანვარს იყო დაგეგმილი. 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის შეფასებით, ევროპარლამენტარების ეს განცხადება პოლარიზაციის რისკებს ზრდის და ხელს არ უწყობს დიალოგის პროცესის დაწყებას. 

„საქართველოს მიერ ჟან მონეს დიალოგის ინიცირებასთან დაკავშირებით ევროპარლამენტის პრეზიდენტთან კომუნიკაციის დაწყების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის ახალი თავმჯდომარე და ევროპარლამენტის ახალი პრეზიდენტი იქნა არჩეული. დიალოგის პროცესში თავმჯდომარეების პირადი როლისა და ჩართულობის გათვალისწინებით მნიშვნელოვანია, დიალოგის დაწყების მომზადებამდე, შედგეს შეხვედრა ახლად არჩეულ თავმჯდომარეებს შორის და მოხდეს შეთანხმება დიალოგის წარმართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე. მოსამზადებელი ვიზიტის დაგეგმვა სწორედ ამის შემდეგ იქნება ლოგიკური და მიზანშეწონილი. აღნიშნული ინფორმაცია მიეწოდა ევროპარლამენტის შესაბამის სამსახურებს“, – ნათქვამია პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის განცხადებაში. 

კაბინეტი ევროპარლამენტის შესაბამის სამსახურებს სთავაზობს, სრულად გაასაჯაროონ ვიზიტთან დაკავშირებით წარმობული კომუნიკაცია, რათა „შემდგომი გაუგებრობა“ თავიდან იქნეს აცილებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]