weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ღარიბაშვილის ცოლს ბაკურიანში 5958 კვ.მ ტყე 49 წლით გადაეცა 

13:09 ორშაბათი, 24 იანვარი 2022

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ცოლს, ნუნუ თამაზაშვილს დაბა ბაკურიანში, საკუთარ სახლთან, სახელმწიფო ტყის ფონდში შემავალი 5958 კვ.მ ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 49 წლის ვადით გადაეცა. 

ეროვნულმა სატყეო სააგენტომ მიწის ნაკვეთი ელექტრონულ აუქციონზე 17 დეკემბერს გაიტანა და მისი წლიური საწყისი ღირებულება 5958 ლარი იყო. მიწის ნაკვეთით მხოლოდ ერთი მომხმარებელი დაინტერესდა, რომელმაც 24 დეკემბერს აუქციონში გაიმარჯვა კიდეც. 

ნუნუ თამაზაშვილმა ტყე 28 დეკემბერს დაირეგისტრირა. ტყით სარგებლობის სანაცვლოდ მან წელიწადში 6255 ლარი უნდა გადაიხადოს. 

აუქციონის პირობების მიხედვით, ნუნუ თამაზაშვილს უფლება აქვს ტყის ფართობი გამოიყენოს საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნით – ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად. სარგებლობა უნდა განხორციელდეს ხე-მცენარეები ჭრისა და შემოღობვის გარეშე. 

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ნუნუ თამაზაშვილმა ბაკურიანში, ცეკავშირის მიმდებარედ, 1530 კვ.მ მიწის ნაკვეთი 2019 წელს, 76 500 აშშ დოლარად შეიძინა. იმავე წელს მან და ირაკლი ღარიბაშვილმა სახლის მშენებლობისთვის ბანკი „ქართუდან“ ათწლიანი სესხი აიღეს. სესხის მოცულობა 137 120 ლარია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]