weather cur horoscope tv
მაისი 24, 2022
×

შეტყობინება

Failed loading XML... Opening and ending tag mismatch: description line 1 and script Opening and ending tag mismatch: item line 1 and div Sequence ']]>' not allowed in content internal error: detected an error in element content

„ქართულ ოცნებას“ მხარს 24% უჭერს, მათი 70% მიიჩნევს, რომ ქვეყანაში დემოკრატიაა – NDI

14:45 ხუთშაბათი, 27 იანვარი 2022

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 24%-ის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს „ქართული ოცნება დგას, 9% მხარს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ უჭერს, 8% კი სხვა პარტიებს ასახელებს.

41% ამბობს, რომ მის შეხედულებებთან ახლოს არცერთი პარტიაა, 12%-მა პასუხის გაცემაზე უარი თქვა, ხოლო 6%-მა „არ იცის“. კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობა პოლიტიკურად კვლავ გადაუწყვეტელია და პარტიების მხარდაჭერის ინდივიდუალური მაჩვენებლები იმდენად დაბალია, რომ არჩევნების შედეგების გამოსაცნობად ვერ გამოდგება. 

მმართველი პარტიის მხარდამჭერთა 70%-სთვის საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა, ოპოზიციის მხარდამჭერთა 74% კი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში დემოკრატია არ არის. 

შეკითხვაზე, ეთანხმებიან თუ არა მოსაზრებას რომ „ქართული ოცნება“ ხალხის და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს, გამოკითხულთა 51% განაცხადა, რომ არ ეთანხმება, 36% ეთანხმება, 13%-მა კი არ იცის/უარი თქვა პასუხის გაცემაზე. 

შეკითხვაზე, ეთანხმებიან თუ არ ეთანხმებიან მოსაზრებას, რომ პარლამენტში და ადგილობრივ თვითმმართველობაში არჩეული ოპოზიციური პარტიები ხალხის და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ, 53%-მა განაცხადა, რომ ამ მოსაზრებას არ ეთანხმება, 31% კი ეთანხმება. 

კვლევა, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, CRRC-საქართველომ 2021 წლის 7-13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2099 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩაატარა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4%-ია. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]