weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ბიძინა ივანიშვილს შევთავაზე საუბარი, მაგრამ მიპასუხა, მე პოლიტიკაში აღარ ვარო – ზურაბიშვილი

23:00 პარასკევი, 28 იანვარი 2022

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილისთვის ეროვნული თანხმობის პროცესის ახსნა სურდა, თუმცა საუბარი არ შედგა. ამის შესახებ ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან დღეს გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

„ბიძინა ივანიშვილთან არ მქონია არანაირი ურთიერთობა ბოლო თითქმის წელიწად-ნახევარია. მქონდა სურვილი, რომ მისთვისაც ამეხსნა ეს პროცესი და შევთავაზე, მაგრამ მიპასუხა, მე პოლიტიკაში აღარ ვარო. არც მითქვამს წინასწარ საუბარი რომ ამაზე იქნებოდა, მაგრამ საუბარი არ შედგა. მე მიმაჩნია, რომ ამ პროცესში სრულიად დამოკიდებული ვარ, მაგრამ დამოკიდებული ვარ საზოგადოებაზე და საზოგადოება გადაწყვეტს, ეს პროცესი წინ წავა, რამდენად წინ წავა. თუნდაც, ის რომ რაღაც დაპირისპირების, დუღილის კოეფიციენტი ცოტა ჩაცხრება (მგონი, ცოტათი მაინც ჩაცხრა) ამისი იმედი მაქვს, რომ ეს საუბრები, პირველ რიგში, ამას მოიტანს და მერე კიდევ მეტი იმედები მაქვს, მაგრამ ვნახოთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, აქვს თუ არა მას რწმენა, რომ ბიძინა ივანიშვილი ნამდვილად არაა პოლიტიკაში, რადგან მან ასე უპასუხა და შეხვედრაზე უარი უთხრა, პრეზიდენტმა განაცხადა:

„მე რწმენა მაქვს თუ არა, ვერაფერს გეტყვით. ჩემი გამოცდილება არის ეს, რომ არ მქონია არანაირი ურთიერთობა. სხვათა შორის იმასაც ვიტყვი: იმ დღიდან, როცა ვიყავი არჩეული, რაც მითხრა იმ დღეს, რომ მისგან არანაირი მოთხოვნა, მითითება, ინსტრუქცია არ იქნებოდა, ეს შესრულებული იქნა“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]