weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

ტყიბულის შახტში აფეთქების შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 8 – დაშავდა 

10:49 ორშაბათი, 31 იანვარი 2022

ტყიბულში, მინდელის შახტში მომხდარი აფეთქების შედეგად, ერთი მეშახტე დაიღუპა, რვა კი დაშავდა. დაშავებულები ტყიბულის საავადმყოფოდან რეანომობილით თბილისში, ხეჩინაშვილის სახელობის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს.

ცენტრის წარმომადგენლის, თეა უროტაძის განცხადებით, ერთ-ერთი პაციენტი, სხეულის 60%-იანი თერმული დამწვრობით, რეანიმაციაშია მოთავსებული.

„აღენიშნება ზედა კიდურების, სახის, ტორისის დამწვრობა. მისი მდგომარეობა სერიოზულად მძიმეა. სამ პაციენტს პოლიტრავმები აქვს და მიმდინარეობს დამატებითი კვლევები. ოთხ პაციენტში წამყვანია სასუნთქი გზების, სახის და ზედა კიდურების დამწვრობა“, – განაცხადა მიროტაძემ გვიან ღამით, ჟურნალისტებთან საუბრისას.

მინდელის შახტში აფეთქება 30 იანვარს, დაახლოებით 23:00 საათზე მოხდა. დაშავებული მეშახტეები ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ერთ-ერთის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის, დავით ჩერქეზიშვილის განცხადებით, მას „ძალიან მძიმე ტრავმები“ ჰქონდა.

„პირველადი ინფორმაციით, აფეთქების შემდეგ გამოწვეული ტალღის დამანგრეველი ან დამაზიანებელი ფაქტორი იყო. ყოველთვის ხდება კარიერის აფეთქება-დანგრევა. ეს ჩვეულებრივი სამუშაო მომენტია. დაზუსტებული ინფორმაცია ხვალ გვეცოდინება. რა თქმა უნდა, ტყიბულის მერია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ გარდაცვლილის ოჯახს და დაშავებულებს დაეხმაროს“, – თქვა ჩერქეზიშვილმა.

პოლიციამ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. 

მოკვლევა დაწყებული აქვს სამთომომპოვებელ კომპანია „საქნახშირსაც“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]