weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

„ოცნებიდან“ რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი შატაკიშვილი იქნება

15:22 ოთხშაბათი, 02 თებერვალი 2022

პარლამენტის შუალედურ არჩევნებზე, რომელიც 2 აპრილს უნდა გაიმართოს, „ქართული ოცნებიდან“ რუსთავი-გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი შატაკიშვილი იქნება. ამის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივმა გამოცემა „ინფო რუსთავმა“ გაავრცელა.

როგორც „ინფო რუსთავი“ წერს, მათთვის ცნობილი გახდა, თუ ვინ იქნება რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პარტია „ქართული ოცნებიდან“. „რეგინფო“ ირაკლი შატაკიშვილს ტელეფონის ნომერზე დაუკავშირდა, თუმცა ის ამ ეტაპზე ზარებს არ პასუხობს. 

ირაკლი შატაკიშვილი ძვირფასი ლითონების მომპოვებელი და გადამამუშავებელი კომპანიის, „რიჩ მეტალს გრუპის“ (RMG) კორპორაციული დირექტორის მოადგილეა. 2020 და 2021 წლებში, პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ, მას „ქართული ოცნებისთვის“, ჯამში, 40 ათასი ლარი აქვს შეწირული. გარდა ამისა, ირაკლი შატაკიშვილმა 2018 წელს, 10 ათასი ლარით პრეზიდენტობის კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი დააფინანსა. 

„ინფო რუსთავის“ ცნობით, შატაკიშვილი საქართველოსა და გერმანიაში სამართალმცოდნეობის განხრით სწავლობდა, სხვადასხვა დროს კი „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისა“ და მთავარი პროკურატურის თანამშრომელი იყო. 2018 წელს, თანამოაზრეებთან ერთად, არაკომერციული ორგანიზაცია „რუსთაველები“ დააფუძნა. 

N12 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქში, რომელიც ქალაქ რუსთავის 84 და გარდაბნის 33 საარჩევნო უბნებს მოიცავს, არჩევნები 2 აპრილს გაიმართება. შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ნინო ლაცაბიძემ პარლამენტი დატოვა და რუსთავის მერად იყარა კენჭი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]