weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

სააკაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაზე რადაში კომისიის შექმნას განიხილავენ – ბოკუჩავა

12:30 ორშაბათი, 07 თებერვალი 2022

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის დეპუტატმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ უკრაინის უმღალეს რადაში საქართველოს პენიტენციურ სისტემაში მიხეილ სააკაშვილის მიმართ მოპყრობის საკითხზე კომისიის შექმნა განიხილება. ამის შესახებ ბოკუჩავამ დღეს, პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

„პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ირგვლივ კომისიის შექმნის საკითხი უკრაინის რადაშიც განიხილება. ბუნებრივია, ჩვენ ამ საკითხზე მათთან ახლოს ვითანამშრომლებთ, იმიტომ, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის პატიმრობა არ ეხება მხოლოდ მას, ეს არ ეხება მხოლოდ საქართველოს, არამედ ეხება მთელს რეგიონს, იმიტომ, რომ ეს არის გზავნილი პუტინის მხრიდან ნებისმიერი პროდასავლელი რეფორმატორის მიმართ“, – განაცხადა ბოკუჩავამ. 

მისივე თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია საქართველოს პარლამენტში შექიმნას.

„ეს არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“ პრიორიტეტული საკითხი, ჩვენი მთავარი ამოცანა და ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაიცებს სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად.

იმედი მაქვს, რომ ყველა, ვინც საკუთარ თავს ოპოზიციაში მოიაზრებს და ვისაც სურს, რომ სიმართლე დადგინდეს, მხარს დაუჭერს ამ კომისიას“, – აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი თბილისში დაბრუნების შემდეგ, 2021 წლის პირველ ოქტომბერს დააკავეს. უზენაესი სასამართლოს მიერ ის დამნაშავედ არის ცნობილი ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში გასამართლებულ პირთა წინასწარი შეთანხმებით შეწყალების ეპიზოდში. სააკაშვილს სასჯელის ზომად 6 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა აქვს განსაზღვრული. გარდა ამისა, ის ბრალდებულია სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთისთვის, 7 ნოემბრის აქციის დარბევის და ე.წ. პიჯაკების საქმეებზე. 

დაკავების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა, რადგან თავს უკანონო პატიმრად მიიჩნევს. მას შემდეგ რაც ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდა, მისი მოთხოვნა სამოქალაქო ტიპის მულტიფუნქციურ საავადმყოფოში გადაყვანა იყო, თუმცა 8 ნოემბერს, რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულებიდან მოტყუებით და მისი ნების საწინააღმდეგოდ გლდანის N18 მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გასაჯაროებული ვიდეომასალიდან ჩანს, რომ პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებმა მიხეილ სააკაშვილი N18 დაწესებულებაში იძულებით შეიყვანეს – ის ხელებითა და ფეხებით ასწიეს და წელს ზემოთ შიშველ მდგომარეობაში შეიყვანეს ზედა სართულზე მდებარე პალატაში. 

მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია პარლამენტში შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც მიმართ არაადამიანურ მოპყრობას შეისწავლის და იმ თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს, რომლებიც ამ პროცესში იყვნენ ჩართულები. კომისიის შესაქმნელად 50 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ კი პარლამენტში 30 წარმომადგენელი ჰყავს. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]