weather cur horoscope tv
ოქტომბერი 01, 2022

ლუკაშენკო აფხაზეთს და ოსეთს აღიარებს, თუ პუტინი ეტყვის, რომ ეს აუცილებელია

10:50 სამშაბათი, 08 თებერვალი 2022

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ამბობს, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკების დამოუკიდებლობას აღიარებს, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ეტყვის, რომ ამის აუცილებლობა არსებობს. ამის შესახებ ლუკაშენკომ რუს ჟურნალისტთან, ვლადიმერ სოლოვიოვთან ინტერვიუში განაცხადა.

სოლოვიოვმა ლუკაშენკოს ჰკითხა – „აფხაზეთს და ოსეთს როდის ვაღიარებთ? “

„არსებობს ამის რაღაც სასიცოცხლო აუცილებლობა? როგორც კი მე გავიგებ და პრეზიდენტი მეტყვის, რომ ამის აუცილებლობა არსებობს…“, – უპასუხა ლუკაშენკომ. 

სოლოვიოვმა, რომელიც კრემლის პროპაგანდისტად მიიჩნევა, ინტერვიუს დროს თქვა, რომ „2008 წელს საქართველო თავს დაესხა ოსეთს“, რაზეც ლუკაშენკომ განაცხადა: 

„საქართველო ოსეთს თავს არასოდეს დასხმია. იყო იქ გიჟი და მასთან ერთად სხვები, ამერიკელების მიერ წახალისებულები, რომლებმაც ცეცხლი გახსნეს“.

ვლადიმერ პუტინი ალექსანდრ ლუკაშენკოს მთავარი მოკავშირეა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]