weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

ღარიბაშვილის დავალებით, იზოლაციის ვადის შემცირებაზე იმსჯელებენ

13:59 სამშაბათი, 08 თებერვალი 2022

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი იზოლაციის ვადის შემცირებაზე იმსჯელებენ.

დღეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც საბჭოს წევრებმა ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა განიხილეს. აღინიშნა, რომ ინფიცირების შემთხვევების 95% „ომიკრონის“ შტამზე მოდის, რომელიც ძირითადად მსუბუქი მიმდინარეობით ხასიათდება, შესაბამისად, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არ იზრდება. საბჭოს ინფორმაციით, პაციენტების უმრავლესობა მკურნალობს ბინაზე.

ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ აქცენტი გაკეთდება იმ პროფესიების წარმომადგენლებზე, რომელთა სამსახურებში დროული დაბრუნება მნიშვნელოვანია.

„ჯერჯერობით უსიმპტომო პირებისთვის იზოლაციის ვადა კვლავაც რჩება 8 დღე, თუმცა მიმდინარე კვირის განმავლობაში ექსპერტებთან ერთად დამატებით ვიმსჯელებთ. სხვა ქვეყნების გამოცდილება არსებობს, მაგალითად, იმ დათქმით, რომ მეხუთე დღეს ჩატარდება ტესტი და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, პირმა შეიძლება, გააგრძელოს ჩვეული ბიზნესაქტიურობა, რა თქმა უნდა, პირბადის გამოყენებით, ეს მოდელები სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედებს.

მეტი აქცენტი კეთდება იმ პროფესიებზე, რომელთა დატვირთვა, დროული დაბრუნება სამსახურებში მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კოვიდ-პროგრამაში მონაწილე სამედიცონო პერსონალზე.

სამედიცინო პერსონალში ვირუსის გავრცელება საკმაოდ აქტიურია, რაც გასაკვირი არ არის, რადგან პერსონალი მუშაობს მაღალი რისკის გარემოში. სწორედ სამუშაო ადგილზე მათი დროულ დაბრუნებაში, შესაძლებელია, დაგვეხმაროს იზოლაციის ვადის 5 დღემდე შემცირება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 1 350 454 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 1 124 442 პირი გამოჯანმრთელდა, 15 300 კი გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]