weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ბიბილოვი ისევ წარადგინეს ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატად

11:43 ოთხშაბათი, 09 თებერვალი 2022

პარტიამ „ერთიანი ოსეთი“ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატად ისევ ანატოლი ბიბილოვი წარადგინა. გადაწყვეტილება პარტიის ყრილობამ მიიღო. 

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ყრილობის 300 დელეგატიდან 297-მა ბიბილოვის კანდიდატურას დაუჭირა მხარი, ერთი წინააღმდეგი იყო, 2 ბიულეტენი კი გაბათილდა. 

„ერთიანი ოსეთის“ ყრილობას რუსეთიდან, ასევე დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკებიდან ცხინვალში ჩასული დელეგაციებიც ესწრებოდნენ. ამასთან, ხელი მოწერა რუსეთთის მმართველ პარტიას „ერთიან რუსეთსა“ და „ერთიან რუსეთს“ შორის შეთანხმებას. ყრილობაში მონაწილეობა მიიღო „ერთიანი რუსეთის“ გენერალური საბჭოს მდივანმა ანდრეი ტურჩაკმა.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 10 აპრილს გაიმრთება. 2017 წლიდან დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვია.  

საქართველოს ხელისუფლება, ევროკავშირი და აშშ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ჩატარებული ე.წ. არჩევნების ლეგიტიმურობას და მათ შედეგებს არ ცნობენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]