weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

პუტინის „პლან ბ“ შიდა ქართლის ანექსიაა, საქართველო სრულიად დაუცველია – სააკაშვილი

13:44 ოთხშაბათი, 09 თებერვალი 2022

„პუტინი, რომელიც ვეღარ ახერხებს უკრაინაში შეჭრას, მისი „პლან ბ“ არის შიდა ქართლის ანექსია, რუსეთის ტერიტორიაზე მიერთება“, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, პატიმრობაში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოსვლისას, ექსპრეზიდენტმა ბიძინა ივანიშვილს მიმართა. მან უკრაინის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე და საქართველოს მთავრობის პოზიციაზე ისაუბრა. სააკაშვილის თქმით, ივანიშვილმა „სტავკა“ პუტინის გამარჯვებაზე გააკეთა და მთავრობა „რუსეთის ბოსტანში“ გადასხა.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, პოლონეთის პრეზეიდენტი ანჟეი დუდა ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრასაც ითხოვდა, თუმცა ღარიბაშვილმა კორონავირუსი მოიმიზეზა. სააკაშვილს ეჭვი შეაქვს პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის კოვიდით დაინფიცირებაში. 

„მე მაქვს ცუდი ამბავი, ივანიშვილს მინდა ვუთხრა. ძალიან არასწორი „სტავკა“ გააკეთე, ძმაო. ადრე გიმართლებდა, მაგრამ ახლა პუტინის გამარჯვებაზე რომ დააყენე სტავკა, ესე როგორ დაგოიმდი, ა?! პუტინი ასხამს ბოლომდე უკრაინაში საქმეს და რომ დაიმალე ჩირგვებში და უთხარი „тише воды, ниже травы“-ო და რეზოლუცია რომ გამოატანინე, ღარიბაშვილი რომ დააავადე კოვიდით, როცა ანჟეი დუდა ჩამოდიოდა… თქვენ არ იცით ალბათ, ანჟეი დუდა იქით წავიდა და მერე წამოვიდა პეკინიდან უკან. ძალიან მოითხოვა, რომ მას შეხვედროდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, იმიტომ, რომ მიხვდა - სალომე ზურაბიშვილთან შეუძლია ამინდზე ილაპარაკოს, მაგრამ სალომე ზურაბიშვილი არაფერი წყვეტს და მოითხოვა პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან შეხვედრა. იმის შემდეგ, რაც ღარიბაშვილი აორთქლდა, დაემართა კოვიდი, საგარეო მინისტრს, რომელსაც დაურეკა ინგლისის საგარეო მინისტრმა, დაემართა კოვიდი… თითქოს, კოვიდის დროს ლაპარაკი არ შეიძლება. მაშინ მათ თქვეს, რომ მოადგილეების დონეზე ვილაპარაკოთ და ოთხივე დაკავებულიაო. მოკლედ, ბოლომდე გადასხით რუსეთის ბოსტანში და აღმოჩნდა, რომ პუტინს ძალიან ცუდად აქვს საქმე“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, ის, რაც დღეს საქართველოს საზღვრებზე და საზღვრებს შიგნით ხდება, სახუმარო აღარ არის.

„მიდის აქტიური ბორდერიზაცია, 200 კვადრატული კილომეტრის დამატება ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ივანიშვილის თავი მოაქვს, რომ მის დროს იმ არ იყო. მის დროს საქართველომ დაკარგა ქალაქ სოხუმის და ქალაქ ცხინვალის ხელა ტერიტორია ერთი გასროლის გარეშე. 

როდესაც ბორდერიზაცია დაიწყეს და 2009 წელს უნდოდათ ანაკლიის წაღება, მე მომიხდა ორჯერ ჩასვლა ბაიდენთან, რამდენჯერმე დალაპარაკება პრეზიდენტ ობამასთან და მათ გაგვიჩერეს ის ტერაქტები, რომ აგვიფეთქეს წალენჯიხის გამგებელი, თუ გახსოვთ ძალიან კარგი ადამიანი, ჩემი მეგობარი, აგვიფეთქეს სპეცრაზმის უფროსი. ისინი აპირებდნენ ეგურის კაშხალის წაღებას მთლიანად და ანაკლიის წაღებას. ეს მაშინ ობამამ და ბაიდენმა გააჩერეს. ახლა არსად გვაქვს დასარეკი, ჩვენ მასობრივად კოვიდი გვჭირს და საქართველო სრულიად დაუცველია“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოში გამოსვლისას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]