weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ეკონომიკის მინისტრად ლევან დავითაშვილი დაინიშნა

14:24 ოთხშაბათი, 09 თებერვალი 2022

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ნათია თურნავას ნაცვლად, ლევან დავითაშვილი უხელმძღვანელებს. 

მინისტრთა კაბინეტში განხორციელებულ ცვლილებებზე განცხადება ღარიბაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. როგორც მან თქვა, დავითაშვილი განათლებით ეკონომისტია და კარგი გამოცდილება აქვს დაგროვილი. პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ ლევან დავითაშვილი ახალ თანამდებობაზე წარმატებული იქნება.

„ჩვენი მთავარი ამოცანაა ეკონომიკის განვითარება, სიღარიბის დაძლევა, სამუშაო ადგილების შექმნა. ამ მიმართულებით მე ძალიან ბევრს ვმუშაობ ეკონომიკურ გუნდთან და უახლოესი კვირების განმავლობაში ჩვენ ძალიან ბევრ სიახლეს წარვუდგენთ საზოგადოებას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ლევან დავითაშვილი 2017 წლის დეკემბრიდან დღემდე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი იყო, 2021 წლის ივლისიდან კი ვიცე-პრემიერიც გახლდათ. ამ თანამდებობას ის კვლავ შეინარჩუნებს. 

დავითაშვილს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე ოთარ შამუგია შეცვლის, რომელიც 2020 წლის ბოლოდან მისი მოადგილე იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]