weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

თბილისის მოქმედი და ყოფილი მერების ხელფასები და პრემიები

13:01 პარასკევი, 08 სექტემბერი 2017

თბილისის მერებს შორის ყველაზე მაღალ ხელფასს გიგი უგულავა იღებდა, - 2011 – 2012 წლებში მისი ანაზღაურება წელიწადში 95 400 ლარი იყო. აქედან, პრემიის ოდენობა 52 920 ლარს შეადგენდა. დედაქალაქის მოქმედი მერის დავით ნარმანიას წლიური ხელფასი 38 160 ლარია.

თბილისის მერების, ისე როგორც სხვა თანამდებობის პირების სახელფასო ანაზღაურების საჯარო დეკლარირება 1998 წლიდან ხდება. 

1998 წელს ქალაქის მაშინდელი მერის ივანე ზოდელავას ხელფასი თვეში 275 ლარი იყო, რაც ერთ წელიწადში 3 295 ლარია. 2003 წლის მდგომარეობით, ივანე ზოდელავა იმავე თანამდებობაზე თვეში 311 ლარს იღებდა (წლიურად 3 740 ლარი). 

ზურაბ ჭიაბერაშვილმა, რომელიც ამ თანამდებობაზე 2004 წლის 19 აპრილს დაინიშნა, იმავე წლის ბოლომდე ჯამში 2 300 ლარის ოდენობით ხელფასი აიღო, ანუ თვეში 325 ლარი. 

2005 წლის 1 სექტემბრიდან, თბილისის მერის თანამდებობრივი სარგო გაიზარდა და თვეში 2 300 ლარით განისაზღვრა. 2006 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ მისი ოდენობა ჯერ 2 800 ლარი გახდა, იმავე წლის 28 ნოემბრიდან - 3 310 ლარი, 2008 წლის 1 იანვრიდან დღემდე კი 3 540 ლარია. 

2005 წლის 12 ივლისიდან 2013 წლის 22 დეკემბრამდე თბილისი მერის თანამდებობას გიორგი (გიგი) უგულავა იკავებდა. ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, 2006 წელს მისი წლიური ანაზღაურება ჯამში 42 223 ლარი იყო, აქედან 13 400 ლარი პრემია და დახმარება, 2009 წელს კი გიგი უგულავას ხელფასმა 93 456 ლარი შეადგინა, მათ შორის, 50 976 ლარი პრემიის სახით. 

2010 წელს გიგი უგულავამ მიიღო 92 362 ლარის ოდენობით ანაზღაურება, მათ შორის, პრემია - 49 882 ლარი, 2011 - 2012 წლებში იგი წელიწადში 95 400 ლარს იღებდა, აქედან პრემიის სახით - 52 920 ლარს

დედაქალაქის ამჟამინდელი მერის დავით ნარმანიას წლიური ანაზღაურება 38 160 ლარია, - თვეში 3 180 ლარი. 2015-2016 წლებში დავით ნარმანიას არცერთი პრემია და დანამატი არ მიუღია. 

თბილისის მერის თანამდებობა 1991 წლის 2 ოქტომბრიდან იქნა შემოღებული. თავდაპირველად მერს საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავდა. 2006 წელს იგი დედაქალაქის საკრებულომ აირჩია, 2010 წლიდან კი თბილისის მერის არჩევა პირდაპირი წესით ხდება. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]