weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

მზადყოფნას გამოვთქვამ საქართველოში ვუმასპინძლოთ 100 უკრაინელ ბავშვს – ხაზარაძე

10:23 ოთხშაბათი, 23 თებერვალი 2022

„ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ მისი პარტია, საჭიროების შემთხვევაში, მზად არის, საქართველოში 100 უკრაინელ ბავშვს უმასპინძლოს. ხაზარაძის თქმით, ეს იქნება „ლელოს“ მოკრძალებული წვლილი უკრაინელი ძმების მხარდასაჭერად.

„ყველას გვახსოვს უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის და ხალხის მიმართ, ჩვენი ვალია ყველაფერი გავაკეთოთ შესაძლებლობის ფარგლებში მათ მხარდასაჭერად. დღეს, უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო, მზადყოფნას გამოვთქვამ საჭიროების შემთხვევაში საქართველოში ვუმასპინძლოთ 100 უკრაინელ ბავშვს“, – დაწერა მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში. 

21 თებერვალს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ოკუპირებული რეგიონების, დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა. ეს გადაწყვეტილება უკრაინის პრეზიდენტმა მისი ქვეყნის სუვერენიტეტის ხელყოფად და მინსკის შეთანხმების დარღვევად შეაფასა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა კონფლიქტის მშვიდობიანად დარეგულირების ერთგული რჩება. 

22 თებერვალს რუსეთის ფედერაციის საბჭომ პუტინს ნება დართო, შეიარაღებული ძალები რუსეთის საზღვრებს გარეთაც გამოიყენოს, ხოლო ზელენსკიმ რეზერვისტების გაწვევის განკარგულება გასცა. ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ჯერჯერობით ვერ ხედავს საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადების აუცილებლობას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]