weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

სენაკის საკრებულოს თავმჯდომარე აირჩიეს – „ქართულმა ოცნებამ“ სასამართლოში იჩივლა

18:48 ოთხშაბათი, 23 თებერვალი 2022

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ ირაკლი კაჭარავა აირჩიეს. მას მხარი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და პარტიის გახარია - საქართველოსთვის“ 17-მა წევრმა დაუჭირა. სხდომას არ დაესწრო „ქართული ოცნება“, რომელიც მიიჩნევს, რომ საკრებულოს გადაწყვეტილებები არალეგიტიმურია. 

ირაკლი კაჭარავა ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიის წევრია. 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ის პროპორციული სიის პირველი ნომერი და ქალაქ სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო.

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელ სხდომამდე „ქართული ოცნების“ წევრებმა ბრიფინგი გამართეს. როგორც საბა ოდიშარიამ განაცხადა, მათ სასამართლოს სარჩელით მიმართეს, ხოლო მის განხილვამდე მოითხოვეს, რომ საკრებულოს გადაწყვეტილებების მიღება შეეზღუდოს. 

„საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები 9 თებერვალს შეიკრიბნენ და მიუხედავად იმისა, რომ არ იყო კანონით გათვალისწინებული კვორუმი, კანონის უხეში დარღვევით მიიღეს არა მარტო ქართული სამართლისთვის, არამედ ცივილიზებული სამყაროსთვის უპრეცედენტო გადაწყვეტილებები. თვითმმართველობის კოდექსით გათვალისწინებული 17 წევრის ნაცვლად, 16 წევრის მონაწილეობით გადაირჩიეს დროებითი ხმის დამთვლელი და სამანდატო კომისია. ასევე, აღიარეს ოპოზიციონერი წევრის ნიკოლოზ შამათავას უფლებამოსილება. 

ჩვენ სარჩელით მივმართავთ სასამართლოს, რათა გაუქმდეს 9 თებერვლის სხდომაზე მიღებული ყველა ეგრეთ წოდებული გადაწყვეტილება. კანონის უხეში დარღვევის გამო, მოვითხოვეთ სარჩელის განხილვამდე დაკმაყოფილდეს დროებითი ღონისძიების სახით საკრებულოს ყველა ე.წ. გადაწყვეტილების შეჩერება.

მივმართავთ სასამართლოს, კანონით დადგენილ ფარგლებში იმსჯელოს ჩვენს განცხადებაზე. არ მისცენ ოპოზიციურ ჯგუფებს საშუალება, დაამკვიდრონ კანონდარღვევის პრაქტიკა“, – განაცხადა საბა ოდიშარიამ.

სენაკის საკრებულოს ოპოზიცია კანონის დარღვევას უარყოფს. მათი განცხადებით, 9 თებერვალს ახალი სხდომა კი არ ჩატარდა, არამედ ის 3 დეკემბერს გახსნილი და გადადებული სხდომის გაგრძელება იყო.

 

ამ თემაზე: 

სენაკის საკრებულოს აპარატის უფროსმა პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]