weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

ახლა, როგორც არასდროს, აშშ დადგება საქართველოს ხალხის გვერდით – დეგნანი

19:15 ოთხშაბათი, 23 თებერვალი 2022

ქართველებმა, უკრაინელების მსგავსად, ევროატლანტიკური ინტერგრაციის გზა აირჩიეს. ახლა, როგორც არასდროს შეერთებული შტატები დადგება საქართველოს ხალხის გვერდით, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.

ვაშინგტონიდან გავრცელებულ ვიდეომიმართვაში კელი დეგნანი ამობს, რომ საქართველო-აშშ-ის ორმხრივი ურთიერთობების განსახილველად შეხვედრები გამართა სახელმწიფო დეპარტამენტში, თეთრ სახლში, ეროვნული უშიშროების საბჭოში, კონგრესსა და სხვა უწყებებში. 

„მსურს, გაგიზიაროთ ვაშინგტოში მიღებული ინფორმაცია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ქმედებებით გამოწვეული უსაფრთხოების მიმდინარე კრიზისის თაობაზე.

პრეზიდენტი ბაიდენი, სახელმწიფო მდივანი ბლინკენი, თავდაცვის დეპარტამენტის მდივანი და ყველა მათი თანამშრომელი მუშაობს მშვიდობიანი და დიპლომატიური გადაწყვეტის გზებზე. ეს რჩება შეერთებული შტატების მთავარ პრიორიტეტად. 

ამავდროულად, ჩვენ ვაცნობიერებთ უარესისთვის მომზადების აუცილებლობას. როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ. სწორედ ამიტომ, ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან შეთანხმებით დავიწყეთ უწყვეტი დიპლომატია ევროპაში სტაბილურობისა და უსაფრთოხების გასაუმჯობესებლად. ეს მოიცავს საქართველოს მთავრობასთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობას, სხვადასხვა არხების მეშვეობით ინფორმაციის გაზიარებას, რასაც გავაგრძელებ თბილისში დაბრუნების შემდეგ და რასაც გავაკეთებდი ვაშინგტონში გამგზავრებამდე.

ქართველებმა, უკრაინელების მსგავსად, აირჩიეს ევროატლანტიკური ინტერგრაციის გზა. შეერთებულ შტატებში არის ქართველი ხალხისა და თქვენი ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერა, რომელიც ეფუძნება ჩვენს საერთო დემოკრატიულ ღირებულებებს: თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სიყვარულს.

ამ კვირის განმავლობაში გამართულ შეხვედრებზე შეერთებულმა შტატებმა მტკიცედ და მკაფიოდ წარმოაჩინა ამ გზაზე საქართველოს დახმარების მიმართ ერთგულება. 

ჩვენ 30 წელია, ამაზე ვმუშაობთ. ახლა, როგორც არასდროს შეერთებული შტატები დადგება საქართველოს ხალხის გვერდით, მხარს დაუჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ერთად იმუშავებს იმ მომავლისთვის, რაც ქართველებს სურთ და რასაც იმსახურებენ: სტაბილური, უსაფრთხო, აყვავებული საქართველო, რომელიც სრულად იქნება ინტერგრირებული ევროატლანტიკურ ერთა ოჯახში“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

მისივე თქმით, საქართველოში კვირის ბოლოს დაბრუნდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]