weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

სააკაშვილის ვიზიტის გამო „კრაკოვეცის“ გამშვებ პუნქტზე უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს

15:41 პარასკევი, 08 სექტემბერი 2017

უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური მოგზაურებს მოუწოდებს, რომ 9-12 სექტემბერს უკრაინის საზღვარი პოლონეთ-უკრაინის დამაკავშირებელი კრაკოვეცის გამშვები პუნქტის გავლით არ გადაკვეთონ. 10 სექტემბერს ამ პუნქტით უკრაინაში დაბრუნება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა დააანონსა.

სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, სააკაშვილის ვიზიტთან დაკავშირებით გარკვეული პოლიტიკური პარტიები და პარლამენტის დეპუტატები საზღვართან მასობრივი აქციის გამართვას გეგმავენ. შესაძლო უხერხული ვითარების თავიდან აცილების მიზნით, მესაზღვრეები მოგზაურებს მოძრაობის სხვა მარშრუტის არჩევას ურჩევენ.

ცნობილია, რომ გამშვებ პუნქტს მავთულხლართები აქვს შემოვლებული და მესაზღვრეთა მორიგეობა გაძლიერებულია.

პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა 27 ივლისს ჩამოართვა, როდესაც სააკაშვილი აშშ-ში იმყოფებოდა. ამის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ 10 სექტემბერს უკრაინაში დაბრუნდება. 5 სექტემბერს საქართველოს პროკურატურამ უკრაინის იუსტიციის სამინისტროს სააკაშვილის დაპატიმრებისა და ექსტრადიციის თაობაზე მიმართა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]