weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

13 დღეში 20 000 ადამიანია შემოსული, 2019 წელს 40 000 იყო – გომელაური რუსეთის მოქალაქეებზე 

12:47 ოთხშაბათი, 09 მარტი 2022

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, სიმართლე არ არის, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეების რიცხვი უპრეცედენტოდ გაიზარდა.

როგორც შს მინისტრმა ჟურნალისტებთან განაცხადა, 24 თებერვლის შემდეგ, საზღვარზე რუსეთის ფედერაციის დაახლოებით 20 100 მოქალაქე შემოვიდა, მაშინ, როდესაც 2019 წელს, პანდემიის დაწყებამდე, ეს რიცხვი ორჯერ მეტი იყო. 

„საზღვარი, რა თქმა უნდა, კონტროლდება ძალიან მაღალ დონეზე. უსაფრთხოების სამსახურთან ერთად მაქსიმალურად აქცენტი გვაქვს გაკეთებული უსაფრთხოებზე – როგორც „მწვანე“ საზღვარზე, ისე გამშვებ პუნქტებზე. 

იყო ძალიან ხშირი საუბარი, რომ თითქოს უპრეცედენტოდ მოიმატა რუსეთის მოქალაქეების შემოსვლამ საქართველოში. ეს მართალი არ არის. ომის დაწყებიდან, 24 თებერვლიდან დღემდე, 13 დღის განმავლობაში, 20 ათას ადამიანზე ოდნავ მეტია შემოსული, როცა, ვთქვათ, 2019 წელს შემოსული იყო 40 ათასი.

აქედან კიდევ ძალიან ბევრი შემოდის… მაგალითად, თურქეთის მიმართულებიდან შემოდის ჩრდილოკავკასიის მოსახლეობა – ესენი არიან ჩეჩნები, დაღესტნელები, ინგუშები, რომლებიც ჩარჩნენ და ვეღარ გადაფრინდნენ თავიან ქვეყნებში, რადგან ფრენები გაჩერდა. უმეტეს შემთხვევაში, ქალები და ბავშვები არიან, რომლებიც თურქეთში – სტამბოლში, ანკარაში – ავტობუსებს ქირაობენ, ოჯახებით მოდიან და პირდაპირ გადიან ლარსით“, – განაცხადა შს მინისტრმა.

ვახტან გომელაურის თქმით, დღეს საქართველოში რუსეთის დაახლოებით 3 ათასი მოქალაქეა ისეთი, რომელიც ბოლო ორ კვირაში შემოვიდა და დღემდე ქვეყანაში რჩება.

რაც შეეხება „დივერსანტების შემოპარვის“ საკითხს, როგორც გომელაური ამბობს, შსს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ საკითხზე მუშაობენ: „ღიად ვერ ვიტყვი რას და როგორ ვაკეთებთ“, – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

შს მინისტრის ინფორმაციით, საქართველოში შემოსვლაზე 100-ზე მეტ ადამიანს ეთქვა უარი. გომელაური განმარტავს, რომ არსებობს „ჩვეულებრივი გაწერილი წესი და მესაზღვრე თვითონ წყვეტს, ვინ შემოუშვას და ვინ არა. ამას არ წყვეტს არც მინისტრი, არც მისი კურატორი მოადგილე და ა.შ.“

უკრაინაში შეჭრის გამო მკაცრი საერთაშორისო სანქციების დაწესების შემდეგ, რუსეთს მოქალაქეთა ნაწილი ტოვებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]