weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

„ალტ-ინფოს“ პარტიის ოფისის გახსნას ოზურგეთშიც აპროტესტებენ

18:15 შაბათი, 12 მარტი 2022
კოკა მორგოშია მხარდამჭერებს ესაუბრება / „გურიის მოამბის“ ფოტო კოკა მორგოშია მხარდამჭერებს ესაუბრება / „გურიის მოამბის“ ფოტო

„ალტ-ინფოს“ მიერ დაფუძნებულმა პარტიამ, „კონსერვატიულმა მორაობამ“ ოზურგეთში ოფისი ჭავჭავაძის ქუჩაზე, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლობის გვერდით გახსნა. ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, რომ პრორუსული ორგანიზაციის საქმიანობას არ დაუშვებენ.

ოფისი „ალტ-ინფოს“ ლიდერმა, კოკა მორგოშიამ თბილისიდან ჩაყვანილ მხარდამჭერეთან ერთად გახსნა.

როგორც ადგილობრივმა სამოქალაქო აქტივისტმა, ირმა გორდელაძემ განაცხადა, თავდაპირველად, „კონსერვატიულ მოძრაობის“ წევრები ოფისის გახსნას სხვა ადგილზე გეგმავდნენ, თუმცა ხელი დაანონსებულმა აქციამ შეუშალათ.  

„მოქალაქეები, გურულები ვდარაჯობთ, რომ ეს პუტინის ხელის ბიჭები არ შემოვიდნენ ოზურგეთსა და გურიაში. ფართი უნდოდათ ქუჩაზე, სადაც ერთი კვირაა ამბავი ავტეხეთ და წამოვიდნენ. 20 წუთში ვიგებთ, რომ შემოსულან აქ, „ოცნების“ ოფისის გვერდით.

სკამი და მაგიდა აქვთ. ვითომ გახსნეს და აკურთხეს ოფისი, დაკეტეს და წავიდნენ. ვაი მაგათ პატრონს უბედურს! თუ ჰგონიათ, რომ გურულები გაგვაცურეს, „ალტ-ინფო“ გახსნილია და ქულები დაიწერეს ქალაქების ჩამონათვალში ოზურგეთის მიმატებით, ბოდიში მოიხადონ! როგორც დაკეტეთ, ისე დაკეტილი იქნება ბოლომდე“, – მიმართა „კონსერვატიული მოძრაობის“ წევრებს გორდელაძემ.

სამი თვის წინ „ალტ-ინფოს“ მიერ დაფუძნებულმა პარტიამ საქართველოში უკვე 60-ზე მეტი ოფისი გახსნა. დღემდე წინააღმდეგობას მხოლოდ მესტიაში, ამბროლაურში, ხულოსა და შუახევში წააწყდნენ. მას შემდეგ, რაც მესტიაში ახალგაზრდებმა „ალტ-ინფოს“ ოფისის გახსნა გააპროტესტეს, პარტიამ, რომელსაც ადგილზე სუს-ის ყოფილი თანამშრომელი გიორგი რატიანი ხელმძღვანელობს, მესტიაში მობილიზება გაუკეთა 30-მდე ადამიანს, ძირითადად, ქვემო სვანეთსა და ქვემო ქართლში მცხოვრებს სვანებს და ისინი ადგილობრივ ახალგაზრდებს დაუპირისპირა. 10-მდე ადამიანს სცემეს. პოლიციამ გამოძიებაც კი არ დაიწყო. 

„კონსერვატიული მოძრაობა“ საქართველოს რეგიონებში 80-მდე ოფისის გახსნას გეგმავს. უცნობია, როგორ ქირაობს და აწყობს მოძრაობა ქალაქების ცენტრალურ უბნებში ოფისებს, მაშინ როდესაც აუდიტის სამსახურის მონაცემებით, მისი მთელი შემოსავალი 40 ათასი ლარიც კი არ არის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]