weather cur horoscope tv
ივნისი 25, 2022

ბაიდენს მოუწოდეს უკრაინა და საქართველო NATO-ს მთავარ არაწევრ მოკავშირეებად დაასახელოს

14:38 კვირა, 13 მარტი 2022

შეერთებული შტატების მთავრობის სააგენტო „ჰელსინკის კომისია“ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას მოუწოდებს, უკრაინასა და საქართველოს NATO-ს „მთავარი არაწევრი მოკავშირის“ სტატუსი (MNNA) მიანიჭოს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Foreign Policy ავრცელებს.

გარდა ამისა, კომისია აშშ-ის პრეზიდენტს მოუწოდებს, ორივე ქვეყნის NATO-ში გაწევრიანების მიმართ მხარდაჭერა გააძლიეროს.

„იმის მიუხედავად, რომ შეერთებული შტატები მუდმივად უჭერს მხარს უკრაინისა და საქართველოს ნატოში გაწევრიანებას, რუსეთის ოკუპაცია და მუდმივი შემოჭრა ამხელს დიდი ხნის განმავლობაში შეჩერებული ევროატლანტიკური გაფართოების ტრაგედიას. აშშ-ს ძლიერი და აქტიური მხარდაჭერის გარეშე, პუტინი გააგრძელებს უპირატესობის გამოყენებას ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობისა და მისი ნეოკოლონიალური დღის წესრიგისკენ მისწრაფებებს“, – წერს კომისია წერილში.

კომისიის რეკომენდაციაა ბაიდენის ადმინისტრაციამ განიხილოს NATO-ს „არაწევრი მთავარი მოკავშირის“ სტატუსი გავრცელება ევროპის აღმოსავლეთ ფლანგზე სხვა არაწევრი ქვეყნებისთვის, როგორებიცაა ფინეთი, მოლდოვა და შვედეთი.

„ჰელსინკის კომისიის“ თანახმად, მთავარი მოკავშირის სტატუსის მინიჭება გახსნის არსებულ არხებს იარაღის გადაცემის, ფინანსური დახმარების და ინფორმაციის გაზიარების ხელშესაწყობად.

„ეს ასევე მხარდაჭერის მძლავრ სიგნალს გაუგზავნის როგორც კიევს, ასევე თბილისს. ნატოს წევრობისგან განსხვავებით, MNNA-ის სტატუსი არ გულისხმობს რაიმე ორმხრივი უსაფრთხოებისა და თავდაცვის ვალდებულებებს“, – აცხადებს „ჰელსინკის კომისია“.

„ჰელსინკის კომისია“ – ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისია 1976 წელს დაარსდა და აშშ-ის კონგრესის 18 წევრისაგან შედგება.

2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე NATO-ს მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ საქართველო და უკრაინა ალიანსის წევრები გახდებიან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]