weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

პუტინმა დუმას „სამხრეთ ოსეთთან“ ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმება წარუდგინა

10:44 სამშაბათი, 15 მარტი 2022
ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო დუმას წარუდგინა კანონპროექტი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკასა და რუსეთს შორის ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმების რატიფიკაციის თაობაზე.

აღნიშნულ ე.წ. შეთანხმებას ხელი 2021 წლის 20 სექტემბერს მოეწერა. დოკუმენტი ძალაში რატიფიკაციისა და სარატიფიკაციო სიგელების გაცვლის დღიდან შედის. მასში ნათქვამია, რომ ერთი მხარის მოქალაქეებს უფლება აქვთ მოქალაქეობაზე უარის თქმის გარეშე მიიღონ მეორე მხარის მოქალაქეობა.

რუსეთი დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის სრულწლოვან „მოქალაქეებს“ ანიჭებს უფლებას გამარტივებული წესით გააკეთონ განაცხადი რუსეთის მოქალაქეობის მიღებაზე. მოქალაქეობის მიღების პირობებს, მიღებაზე განცხადების შეტანის წესს, წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალს და განცხადებების განხილვის წესს რუსეთის პრეზიდენტი ადგენს.

ე.წ. შეთანხმებაში აღნიშნულია, რომ ორივე მხარის მოქალაქე პირები სარგებლობენ სოციალური უზრუნველყოფის, განათლების, სამედიცინო მომსახურების უფლებით იმ მხარის კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის ტერიტორიაზეც მუდმივად ცხოვრობენ. ამავდროულად, ნებისმიერ მხარეს აქვს უფლება მიანიჭოს უფლებები და შეღავათები ასეთ პირებს, მაშინაც კი, თუ ისინი ცხოვრობენ მეორე მხარის ტერიტორიაზე. მხარეები ასევე მოთხოვნის შემთხვევაში ერთმანეთს მიაწვდიან ინფორმაციას ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირების მიერ მესამე სახელმწიფოს მოქალაქეობის მიღების შესახებ.

რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის გაფორმებული ამ შეთანხმების მოქმედების ვადა ხუთი წელია და ავტომატურად გრძელდება ხუთწლიანი პერიოდებით. თუ შეთანხმებას მხარეები შეწყვეტავენ, ეს ავტომატურად არ გამოიწვევს რომელიმე მხარის მოქალაქეობის შეწყვეტას.

რუსეთმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის, ცხინვალის რეგიონის „დამოუკიდებლობა“ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]