weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

საგარეჯოში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი დაარბიეს

16:43 სამშაბათი, 15 მარტი 2022

საგარეჯოში პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი დაარბიეს. დამტვრეულია ავეჯი, დაზიანებულია ტექნიკა და ჩამსხვრეულია შიდა კარის მინები. ოპოზიციური პარტიის წევრები მომხდარს გუშინ, „ალტ-ინფოს“ პარტიის წინააღმდეგ გამართულ აქციას უკავშირებენ.

„როგორც მეზობლები ამბობენ, დაახლოებით 60 ადამიანი იყო მოსული. ვერავინ იცნეს. აქვე, 300-მეტრშია პოლიციის განყოფილება. დღისით, მზისით მოვარდა ხალხი, დალეწეს ყველაფერი და წავიდნენ. გუშინ „ალტ-ინფოს“ ოფისთან გავმართეთ მშვიდობიანი აქცია, დავაფიქსირეთ, რომ ესენი არიან რუსეთის მიერ დაფინანსებული და წაქეზებული ხალხი და მოვუწოდეთ, რომ ეს მოღალატეობრივი საქმიანობა შეწყვიტონ. დღეს ეს მოხდა“, – განაცხადა საგარეჯოს საკრებულოს წევრმა, გარი ბუხნიკაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი წარმომადგენელი, დათო დიღმელაშვილი ვარაუდობს, რომ მათი ოფისი „ალტ-ინფოს“ მიერ თბილისიდან ჩაყვანილმა აქტივისტებმა დაარბიეს: „აქ რომ ვინმე დახვედროდათ, ალბათ მსხვერპლიც იქნებოდა“, – ამბობს ის.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე და 187-ე მუხლებით დაიწყო, რაც ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევას და სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]