weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

დემნა გვასალიას მაისური მაცვია, ნურავინ დამიწყებს ლაპარაკს რომ ომის პარტია ვართ – სააკაშვილი

13:34 ორშაბათი, 21 მარტი 2022

„მე მაცვია დემნა გვასალიას მაისური. დემნა გვასალია არის მშვიდობის სიმბოლო. ნურავინ დამიწყებს ლაპარაკს, რომ ჩვენ ვართ ომის პარტია. ყველაზე მეტად მეზიზღება მსოფლიოში ომი, მაგრამ აფხაზეთი მე არ დამვიწყნია, ცხინვალი მე არ დამვიწყნია“, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, პატიმრობაში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოსვლისას, სააკაშვილმა თქვა, რომ ზუსტად იცის, როგორ დაბრუნდეს აფხაზეთი და ცხინვალი „საქართველოს თავისუფალ სახელმწიფოში, რომელიც იქნება ევროკავშირის გზაზე და სადაც იქნება ევროკავშირის პასპორტები“.

„მაშინ მათ ყველა კომპლექსი მოეხსნებათ. ეს იქნება მშვიდობიანი დაბრუნება. მათ აღარ შეეშინდებათ, რომ გაქრებიან რუკიდან, რომ მათ კულტურას, ენას ვიღაც გადაეკიდება და მოსპობს, მაგრამ

გეგმა არის შემდეგი: გაზაფხულზე აქ მთავრობის შეცვლა და ეროვნული მთავრობის ჩამოყალიბება, წლის ბოლომდე რიგგარეშე არჩევნების ჩატარება და ამ წელსვე საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთისა და ცხინვალის რეინტეგრაციის დაწყება.

ეს არის ის ისტორიული ფანჯარა, რომელიც ახლა იხსნება უკრაინის ფონზე. ამას წყალი არ გაუვა. ჩვენი მებრძოლები ტყუილად არ იბრძვიან იქ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ექსპრეზიდენტის თქმით, თუ მოქალაქეები იაქტიურებენ, „ამ ხელისუფლებას ამ ფორმით მაქსიმუმ თვე-ნახევარი დარჩა“.

„ლაპარაკი იმაზე, რომ ამ ხელისუფლებას უნდა ვაიძულოთ ეს გააკეთოს, ის გააკეთოს, არის თავგზის აბნევა. ვერავის ვერაფერს ვერ ვაიძულებთ. როგორც პუტინს ვერ ვაიძულებთ, რაიმე გავაკეთებინოთ, ისე პუტინის გაგრძელებებს ჩვენ ვერ ვაიძულებთ... „მოდი, მივიდეთ და მოვთხოვოთ“ – ვინ უნდა მოვთხოვოთ? პუტინს? ეს ხელისუფლება მოუსავლეთში წავა ამ გაზაფხულზე. ამის შემდეგ უნდა შეიქმნას ეროვნული თანხმობის მთავრობა, მათ შორის, შეიძლება შესული იყვნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებიც, რის შემდეგაც უნდა ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები. ეს არის ჩვენი ვალი. იმ მომენტში, როცა რუსეთი იქნება ჩამოშლილი, წელში გამართული და მომზადებული დავხვდეთ, რათა ის მომენტი, რომლიც დავით აღმაშენებელს დაუდგა დიდგორის დროს, ჩვენ არ გავუშვათ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკრაინის მოქალაქეა და ბოლო წლებში უკრაინაში საქმიანობდა, ქართველმა სამართალდამცველებმა 2021 წლის პირველ ოქტომბერს, თბილისში დააკავეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]