weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

ყველა გამხდარა ამგვარი მუქარისა და „ჰეითერული“ კამპანიის სამიზნე – პაპუაშვილი ბაირამოვაზე

17:16 ორშაბათი, 21 მარტი 2022

საქართველოს პარლამენტის თავმჯომარემ მხარდაჭერა გამოუცხადა მარნეულელ სამოქალაქო აქტივისტს სამირა ბაირამოვას, რომელსაც „ალტ-ინფოს“ მიერ დაფუძნებული პარტიის წევრები ემუქრებიან. შალვა პაპუაშვილმა სამართალდამცველებს მოუწოდა, ეს საკითხი მალე გამოიძიონ, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ სოციალურ ქსელში „ამგვარი მუქარისა და „ჰეითერული“ კამპანიის სამიზნე“ ყველა აქტიური ადამიანი გამხდარა.

პაპუაშვილს სამირა ბაირამოვას მიმართ მუქარაზე შეკითხვა მარნეულში დაუსვეს, სადაც პარლამენტისა და მთავრობის წევრები ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით ჩავიდნენ.

„რა თქმა უნდა, მიუღებელია ნებისმიერი მუქარა და მნიშვნელოვანია, რომ სამართალდამცველები ამ მხრივ აქტიურად დაინტერესედნენ და გამოძიება, რომელიც მიმდინარეობს, შედეგიანი იყოს.

ყველანაირად სოლიდარობას ვუცხადებ სამირა ბაირამოვას. მას პირადადაც ვიცნობ – როგორც განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს მქონდა შესაძლებლობა იმ თემებზე, რითიც ის არის დაკავებული, როგორც სამოქალაქო აქტივისტი დაკავებილი, მქონოდა შეხვედრა. 

ყველანაირად ვუცხადებს გვერდში დგომას და მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს, რომ ეს საკითხი მალე გამოიძიონ.

ამავე დროს, რამდენადაც ვიცი, სოციალური ქსელის მეშვეობით იყო ეს მუქარები გაჟღებული. ზოგადად, ის, რაც ხდება ქართულ სოციალურ ქსელში, არის აბსოლუტურად მიუღებელი. განსაკუთრებით ეს შეეხება ხოლმე აქტიურ ადამიანებს. ნებისმიერი – მნიშვნელობა არ აქვს, სამოქალაქო აქტივისტი, პოლიტიკოსი, თუ რომელი პოლიტიკური პარტიის წევრი – ყველა გამხდარა ამგვარი მუქარისა და „ჰეითერული“ კამპანიის სამიზნე. ჩვენი საზოგადოება, ზოგადად, უნდა დაფიქრდეს ამაზე, რომ ის სიძულვილი, რაც სოციალურ ქსელში არის ხოლმე ხშირად, ეს რაიმენაირად უნდა შეიბოჭოს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

სამირა ბაირამოვა პრორუსული და ძალადობრივი ორგანიზაციის, „ალტ-ინფოს“ მიერ დაფუძნებული პარტიის – „კონსერვატიული მოძრაობის“ საქმიანობას და მარნეულში მათი ოფისის გახსნას აპროტესტებს. 14 მარტს მან მოძრაობის ოფისის ფასადზე უკრაინისა და ევროკავშირის დროშები დახატა, ასევე დაწერა, რომ რუსეთი ოკუპანტია. ამის შემდეგ მას „კონსერვატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი გიო ჩართოლანი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა: „შენ დედას მოვტ..ავ, რო გნახავ ქათამივით უნდა მოგაჭრა ეგ თავი შენი ურჯულო დედას შევ..ი“. სამირა ბაირამოვამ მუქარის ფაქტზე პოლიციას მიმართა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით (მუქარა) დაიწყო.

16 მარტს „კონსერვატიული მოძრაობის“ წევრები „ნაციონალური მოძრაობის“ მარნეულის ოფისთან შეიკრიბნენ და ბაირამოვას „ორი დღე მისცეს“.

„დააბრუნონ პირვანდელ მდგომარეობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ორ დღეში ამოვდივართ და აი, ამ საქათმეს, „ნაციონალური მოძრაობის“ საქათმეს ისეთ დღეში ჩავაგდებთ, რასაც დაიმსახურებენ“, – აცხადებდა „ალტ-ინფოსა“ და „კონსერვატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი.

20 მარტს, „ნაციონალური მოძრაობის“ წერვრებს ოფისის ფასადი წითელი საღებავით შეღებილი დახვდათ. მასზე შეურაცხმყოფელი წარწერები და სამირა ბაირამოვას სახელიც იკითხებოდა. ბაირამოვას თქვა, რომ „ალტ-ინფომ“ თავისი პირველი მუქარა შეასრულა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]