weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

საქართველოს და ბოსნია და ჰერცეგოვინას უნდა დავეხმაროთ მათი სუვერენიტეტის დაცვაში – NATO

22:38 ოთხშაბათი, 23 მარტი 2022

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, NATO-მ და ევროკავშირმა უნდა გააგრძელონ იმ ქვეყნების მხარდაჭერა, რომლებიც რუსეთის ზეწოლის რისკის ქვეშ არიან.

სტოლტენბერგმა იმედი გამოთქვა, რომ ხვალინდელ სამიტზე ამ, ისევე როგორც უკრაინისთვის დამატებითი მხარდაჭერის საკითხზე, NATO-ს მოკავშირეები შეთანხმდებიან.

„სისასტიკეა უკრაინაში პრეზიდენტი პუტინის შეჭრა. შემზარავი და მტკივნეულია ადამიანური ტანჯვა. ჩვენ მზად ვართ გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია, უკრაინის მხარდასაჭერად, მაგრამ ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, უზრუნველვყოთ, რომ არ მოხდეს ომის ესკალაცია უკრაინის ფარგლებს გარეთ და არ იქცეს NATO-სა და რუსეთს შორის. ეს გამოიწვევს კიდევ უფრო მეტ სიკვდილს და კიდევ უფრო მეტ განადგურებას.

მე ასევე ველი, რომ ჩვენ შევთანხმდებით გავაძლიეროთ მორგებული მხარდაჭერა სხვა პარტნიორებისთვის, რომლებიც რუსეთის ზეწოლის რისკის ქვეშ არიან, საქართველოსა და ბოსნია და ჰერცეგოვინას ჩათვლით. ევროკავშირთან ერთად, ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ სუვერენიტეტისა და გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უფლების დაცვაში“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

24 მარტს, ბრიუსელში NATO-ს სამიტი გაიმართება, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მიმართავს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]