weather cur horoscope tv
აპრილი 30, 2024

ენმ და მისი მედიები სახელმწიფოს ასჯერ უფრო მძიმედ აზიანებენ, ვიდრე ალტ-ინფო – კობახიძე

14:14 ოთხშაბათი, 30 მარტი 2022

სახელისუფლებო პარტიის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობა“ და მისი მედია რესურსები ასჯერ უფრო მძიმე ზიანს აყენებენ საქართველოს სახელმწიფოს, ვიდრე ეს „ალტ-ინფოს“ და მის მიერ დაფუძებულ პარტიას შეუძლიათ.

კობახიძის თქმით, პრორუსული პარტიები პარლამენტშიც არიან, აგრესიის პროპაგანდას კი არაერთი ტელევიზია ახორციელებს.

„პრორუსული პარტიები პარლამენტშიც გვყავს. ეს სამწუხარო რეალობაა და თუ რაიმე რეაგირება შეიძლება ამასთან დაკავშირებით, სამართლებრივი მექანიზმების ფარგლებში, რა თქმა უნდა, შეგვიძლია ეს გავაკეთოთ. სამწუხარო რეალობაა ის, რომ ასეთ დროს რთულია ხოლმე რეაგირება.

იგივე ეხება ტელევიზიებსაც. არაერთი ტელევიზიაა საქართველოში, რომელიც ახორციელებს აგრესიის პროპაგანდას, სიძულვილის პროპაგანდას, პოლარიზაციის პროპაგანდას და აქაც, სამწუხაროდ, კანონმდებლობა უძლურია“, – განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, ეჭვობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა და „მასთან დაკავშირებული ყველა რესურსი, მათ შორის, მედია რესურსები“, რუსეთიდან ფინანსდებიან.

„ნაცმოძრაობა“ ბევრად უფრო მძიმეა, იმიტომ, რომ ისინი მონაწილეობენ არჩევნებში და გარკვეულ წარმატებას აღწევენ, მათ აქვთ ბევრად უფრო გავლენიანი მედია რესურსები. შესაბამისად, ისინი ასჯერ უფრო მძიმე ზიანს აყენებენ სახელმწიფოს, ვიდრე ამის გაკეთება „ალტ-ინფოს“ შეუძლია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ძალადობრივმა და ღიად პრორუსულმა ჯგუფმა „ალტ-ინფომ“ პოლიტიკური პარტია „კონსერვატიული მოძრაობა“ გასული წლის დეკემბერში დაარეგისტრირა. პარტიის ლიდერები აცხადებენ, რომ არჩევნებში მონაწილეობას და ხელისუფლებაში მოსვლას აპირებენ.

„კონსერვატიულმა მოძრაობამ“ 2022 წლის იანვრიდან რეგიონეულ ცენტრებში ოფისების გახსნა დაიწყო, პარალელურად, საქმიანობას აგრძელებს „ალტ-ინფოს“ ტელევიზია, რომელიც უკრაინაში რუსეთის ომის გამართლებას ცდილობს. რამდენიმე დღის წინ კომუნიკაციების კომისიამ „ალტ-ინფოს“ ერთ-ერთ გადაცემაში „ომის პროპაგანდის ნიშნები დაინახა“, თუმცა ტელეკომპანიის წინააღმდეგ შეტანილი საჩივრის განხილვაზე უარი თქვა.

„ალტ-ინფო“ თბილისში, რუსთაველის გამზირზე, 2021 წლის 5 ივლისს გამართული ძალადობრივი აქციის ორგანიზატორი იყო. აქციაზე თავს დაესხნენ ათობით ჟურნალისტს, მიაყენეს სხეულის დაზიანებები, დაარბიეს არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისები. დანაშაულის ორგანიზება 5 ივლისამდე რამდენიმე კვირით ადრე დაიწყო – „ალტ-ინფოს“ წევრები საკუთარი არხიდან მაყურებელს ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოუწოდებდნენ.

 

ამ თემაზე:

როგორ ამართლებს „ალტ-ინფო“ პუტინის მიერ უკრაინაში კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებს

როგორ ივსება „ალტ-ინფოს“ პარტიის ყულაბა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]