weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

მალე სამხრეთ ოსეთი თავისი ისტორიული სამშობლოს, რუსეთის ნაწილი იქნება – ბიბილოვი

22:35 ოთხშაბათი, 30 მარტი 2022

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ რუსეთთან გაერთიანება რესპუბლიკის სტრატეგიული მიზანია, საამისოდ იურიდიული ნაბიჯები უახლოეს მომავალში გადაიდგმება და „სამხრეთ ოსეთი თავისი ისტორიული სამშობლოს - რუსეთის შემადგენლობაში“ იქნება.

ბიბილოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მოსახლეობისადმი მიმართვა გაავრცელა. როგორ ის ამბობს, სამხრეთ ოსეთი, რუსეთი და მთელი მსოფლო გარდამტეხი მომენტის წინაშეა.

„რუსული სამყაროს აღორძინების უახლეს ისტორიაში, პირველად სწორედ აქ - სამხრეთ ოსეთში - 2008 წელს მოხდა იმის გაცნობიერება, რომ არსებობს ხაზი, რომლის იქით უკან დახევა შეუძლებელია. რუსეთმა გადაწყვიტა დაეცვა ოსი ხალხი და ეღიარებინა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა, რისთვისაც ჩვენ მუდამ მადლობელი ვიქნებით რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობისა და ხალხის. მადლობა, ძმებო და დებო!

ეს იყო ისტორიული გადაწყვეტილება, რომელმაც სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას მშვიდობის გარანტიები და განვითარების შესაძლებლობა მისცა. თუმცა,

ოსი ხალხის, გაყოფილი ხალხის მთავარი ისტორიული და სტრატეგიული მიზანი ერთი სახელმწიფოს ფარგლებში გაერთიანებაა. ეს სახელმწიფო რუსეთის ფედერაციაა“, – განაცხადა ბიბლოვმა.

დე ფაქტო პრეზიდენტის თქმით, „საუკუნოვანი ოცნების“ ასრულების შესაძლებლობა 2014 წელს ჰქონდათ, როდესაც ყირიმის ნახევარკუნძული „მშობლიურ ნავსაყუდელში დაბრუნდა“.

„მაშინ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, მაგრამ აღარ შეგვიძლია ასეთი რამის დაშვება. მე მჯერა, რომ რუსეთთან გაერთიანება ჩვენი სტრატეგიული მიზანი, ჩვენი გზა, ჩვენი ხალხის მისწრაფებაა და ჩვენ ამ გზით ვივლით. უახლოეს მომავალში გადავდგამთ შესაბამის სამართლებრივ ნაბიჯებს. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა იქნება მისი ისტორიული სამშობლოს - რუსეთის შემასგენლობაში“, – აღნიშნა ბიბილოვმა.

რუსეთის მმართველი პარტიის „ერთიანი რუსეთის“ პრესსამსახურს ინფორმაციით, რუსეთის კანონმდებლობა ითვალისწინებს სახელმწიფოების ან უცხო სახელმწიფოების ნაწილების რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში სუბიექტებად მიღების პროცედურას.

„ამისთვის ოსი ხალხის ნების გამოხატვაა საჭირო. ეს შეიძლება გაკეთდეს რეფერენდუმის გზით“, – განაცხადა პარტიის წარმომადგენელმა, ანდრეი კლიმოვმა.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 10 აპრილს გაიმართება. ანატოლი ბიბილოვს სურს მეორე ვადით დაიკავოს ეს თანამდებობა. 5 წლის წინაც, წინასაარჩევნოდ, ბიბილოვი ამომრჩევლებს რუსეთის ფედერაციაში გაერთიანებას ჰპირდებოდა. რუსეთმა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთი ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, 26 აგვისტოს აღიარა. 

 
Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]