weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების რეფერენდუმი შესაძლოა მაის-ივნისში ჩატარდეს – ვოდოლაცკი

12:57 ხუთშაბათი, 31 მარტი 2022

ოკუპირებული ცხნივალის რეგიონის რუსეთის ფედერაციასთან შეერთების საკითხზე ე.წ. რეფერენდუმი შესაძლოა მაისში ან ივნისში გაიმართოს. ამის შესახებ რუსეთის დუმის წევრმა, დსთ-ს ქვეყნების საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვიქტორ ვოდოლაცკიმ განაცხადა.

„ვფიქრობ, რომ 10 აპრილს, როცა სამხრეთ ოსეთში რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება, უკვე ნათელი გახდება რეფერენდუმის ვადები, როდის გამოაცხადებენ მას. არჩევნების, პრეზიდენტის ფიცის დადების შემდეგ, ის ამ პროცედურას განახორციელებს. ვფიქრობ, ამას დიდი დრო არ დასჭირდება - მაისი-ივნისი“, – განაცხადა ვოდოლაცკიმ რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-თან ინტერვიუში და აღნიშნა, რომ რუსეთში გაწევრიანება „სამხრეთ ოსეთის მრავალი მაცხოვრებლის ოცნებაა 2008 წლიდან“.

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა, რომელიც ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობს და მეორე ვადით იყრის კენჭს, გუშინ მოსახლეობას მიმართა და განაცხადა, რომ რუსეთთან გაერთიანება „რესპუბლიკის სტრატეგიული მიზანია“, საამისოდ იურიდიული ნაბიჯები უახლოეს მომავალში გადაიდგმება და „სამხრეთ ოსეთი თავისი ისტორიული სამშობლოს - რუსეთის შემადგენლობაში“ იქნება.

ბიბილოვმა ამ თემაზე რუსეთის სახელმწიფო ტელეარხის „როსსია 24-ის“ ეთერშიც ისაუბრა. როგორც მან თქვა, რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში სუბიექტის სახით შესვლის შემდეგ, ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანების პროცედურა დაიწყება. ბიბილოვის თქმით, ოსეთის გაერთიანება აუცილებლად მიაჩნია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]