weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

სუბარი „ლელოს“ რეზოლუციაზე: საინტერესო არ არის, რადგან ეს არის ხმაური არაფრისთვის

18:37 ხუთშაბათი, 07 აპრილი 2022

პარლამენტში უკრაინის საკითხზე პარტია „ლელოს“ მიერ წარდგენილ რეზოლუციას „ქართული ოცნების“ დეპუტატები მხარს არ დაუჭერენ. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა, „მსგავსი ინიციატივა საინტერესო არ არის“.

„საქართველო 37 ქვეყანასთან ერთად, თანაავტორია იმ საჩივრის, რომელიც შეტანილია ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში უკრაინაში რუსეთის ჯარების და რუსეთის სახელმწიფოს მიერ ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით. 2008 წლის საჩივრისგან განსხვავებით, გამოძიება დაჩქარებული წესით მიმდინარეობს და ყველაფერს დაადგენს. საქართველოსა და ხელისუფლების პოზიცია სწორედ აქ ჩანს.

რაც შეეხება „ლელოს“ მსგავს ინიციატივებს, არცერთი მსგავსი ინიციატივა საინტერესო არ არის, რადგან ეს არის აბსოლუტურად ხმაური არაფრისთვის, ქარიშხალი ცარიელ ჭიქაში.

მამუკა მდინარაძემ მკაფიო განცხადება გააკეთა, რომ ომის პარტიების არც ერთ ინიციატივას საგარეო საკითხებზე არათუ არ განვიხილავთ, არამედ სერიოზულად არც კი მივიღებთ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

„ლელოს“ წევრებმა საქართველოს პარლამენტს „უკრაინაში სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის თაობაზე“ რეზოლუციის პროექტი დღეს წარუდგინეს. პროექტში ნათქვამია, რომ პარლამენტი გმობს რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე ჩადენილ ქმედებებს და აღმასრულებელ ხელისუფლებას ავალებს მჭიდრო თანამშრომლობის გაწევას უკრაინის აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, რათა მოხდეს 2008 წლის ომში რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილი დანაშაულების დოკუმენტირებისა და სამართალწარმოების მიმართულებით მიღებული გამოცდილების გაზიარება.

„ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ ომის დაწყების შემდეგ, საქართველოს პარლამენტს არცერთი დოკუმენტი არ მიუღია უკრაინასთან დაკავშირებით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]