weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

კადიროვმა რუსეთთან დაალაგა, მიხვდნენ, ომს აზრი არ ჰქონია და რაღაც შეინარჩუნეს – მარტინენკო

14:55 შაბათი, 16 აპრილი 2022

პრორუსული „ალტ-ინფოს“ და მის მიერ დაფუძნებული პარტიის „კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერმა, შოთა მარტინენკომ რუსეთთან ურთიერთობის „დალაგებისა“ მნიშვნელობაზე ისაუბრა. მარტინენკო მიიჩნევს, რომ ქვეყნის გადარჩენის, განვითარებისა და თვითმყოფადობის შენარჩუნების საუკეთესო გზა რუსეთთან ისეთივე ურთიერთობის ქონაა, როგორიც დღეს ჩეჩნეთს აქვს.

„კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერის თქმით, რუსეთის „გაღიზიანების პოლიტიკის“ დაიწყების შედეგია ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება.

 „მაგალითად, ჩეჩნეთში ძალიან მასშტაბიანი ომი იყო და უამრავი ადამიანი მოკვდა. მერე, კადიროვის მხარემ რუსეთთან დაალაგა და თანამშრომლობაზე წავიდა რუსეთთან. ვერ მოიპოვეს დამოუკიდებლობა, მაგრამ შეინარჩუნეს თავისი თვითმყოფადობა, თავისი კულტურა, რაოდენობრივად გამრავლდნენ, უამრავი თანხები მოიზიდეს.

რა არის იცით? ომი სცადეს, საკმაოდ თავგანწირულად იომეს, ძალიან მოინდომეს ეგ გზა, რაღაც მომენტში მიხვდნენ, რომ მაგ გზას აზრი არ ჰქონია და ეყოთ იმის უნარი, რომ რადგან ამას აზრი არ ჰქონია, ვიღაცები კი არ გამოვარდნენ „აბა, ჩექმა გინდა?“ ძახილით, არამედ – ახლა რასაც აზრი აქვს, იმაზე გადავეწყოთ. მაგის უნარი ეყოთ და შესაბამისად, რაღაც შეინარჩუნეს.

ჩეჩნების ინტერესებიდან გამომდინარე, კადიროვი კარგი ფიგურაა. ანუ კადიროვმა გაუკეთა საქმე და ეს მაიმუნი ვიღაცები რომ გამოდიან და მარტო ლოზუნგებს რომ გაიძახიან, ეგრე საკითხის დაყენება შეუძლია მხოლოდ უპასუხისმგებლო, საქონელ ადამიანს, კაცო. შენ უნდა გაუსწორო თვალი შენი ქვეყნის წინაშე მდგარ რეალობას და უნდა გაყვე საუკეთეო გზა, რომ შენი ქვეყანა მომავალში გადარჩეს, განვითარდეს და თვითმყოფადობა შეინარჩუნოს. ხალხის სინდისზე აგდება და ემოციებზე თამაში – მაგას პირდაპირ აფინანსებს ამერიკა“, – განაცხადა შოთა მარტინენკომ „ალტ-ინფოს“ ტელევიზიის ეთერში.

მისივე თქმით, საქართველოს NATO-სა და ევროკავშირში „არავითარ შემთხვევაში არ უნდა უნდოდეს შესვლა, რადგან ეს კარგი არ არის“.

„კონსერვატიული მოძრაობა“, რომელიც პრორუსულმა ჯგუფმა „ალტ-ინფომ“ რამდენიმე თვის წინ დააფუძნა, არჩევნებში მონაწილეობას აპირებს და ხელისუფლებაში მოსვლის გეგმებზე საუბრობს. პარტიის თავმჯდომარემ, ზურაბ მახარაძემ დამფუძნებელ ყრილობაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ მზად არიან, რუსეთთან „არათუ პირდაპირი და უპირობო დიალოგი დასაწყებად“, არამედ მასთან „მჭიდრო პარტნიორული და მოკავშირეული ურთიერთობის“ დასამყარებლად.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]