weather cur horoscope tv
მაისი 02, 2024

მედიის თავისუფლების სტანდარტი ვრცელდება როგორც „მთავარზე“, ისე „ალტ-ინფოზე“ – კობახიძე

13:56 სამშაბათი, 19 აპრილი 2022

„სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მედიის თავისუფლება საქართველოში არის მაღალი სტანდარტით გარანტირებული. ეს ვრცელდება თანაბრად როგორც „მთავარზე“, ასევე „ტვ პირველზე“, ასევე „ობიექტივზე“, „ალტ-ინფოზე“, „ფორმულაზე“ ან ნებისმიერ ტელევიზიაზე“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსის“ წამყვანმა უკრაინაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით თქვა, რომ ერთ-ერთი განსახილველი საკითხი რუსული პროპაგანდა იყო და უკრაინულმა მხარემ გამოთქვა სურვილი, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მეტი იმუშაოს მის აღსაკვეთად.

„არ ვიცი, „მთავარ არხსა“ და „პირველს“ ჩვენ ვერ დავხურავთ. ალბათ გააგრძელებენ მუშაობას რუსული პროპაგანდის მიმართულებით. ვერც „მთავარ არხს“, ვერც „ფორმულას“, ვერც „პირველს“ ჩვენ ვერ დავხურავთ“, – განაცხადა კობახიძემ.

ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ, მისი აზრით, უკრაინული მხარე არა ამ ტელევიზიებზე, არამედ ღიად პრორუსულ არხებზე, მათ შორის „ალტ-ინფოზე“ საუბრობდა.

„ჩვენ ვიცით, რეალურად, სად არის პრობლემა, ხომ? რომელ ტელევიზიებს აქვს გავლენა და როგორ აწარმოებენ იმ პროპაგანდას, რომელიც წყალს ასხამს სწორედ რუსეთის წისქვილზე. ეს ზუსტად ეს არხებია და მანდ ჩარევის მაინცდამაინც სერიოზული ბერკეტები არ გვაქვს“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, „დღესავით ნათელია“, ვინ არის რუსული პროპაგანდით დაკავებული და ვინ არა.

„რაც შეეხება „ალტ-ინფოს“, გავლენა არის მნიშვნელოვანი - პოლიტიკური და სატელევიზიო, ხომ? მათი გავლენა რომ ავიღოთ და რომ ავიღოთ ამ პრორუსული ტელევიზიების - „მთავარის“, „ტვ პირველისა“ და „ფორმულას“ რეიტინგები, პარტიული და სატელევიზიო, არის ცა და დედამიწა.

აქედან გამომდინარე, თუ რამე არის პოლიტიკური და სატელევიზიო-მედია პრობლემა საქართველოში, სწორედ ეს ტელევიზიებია. არის სხვა ტელევიზიაც - „ობიექტივი“, რომელიც ანალოგიურად დაკავებულია პრორუსული პროპაგანდით, მაგრამ ამდენი წელია... გავლენა არის მთავარი.

ჩვენი ერთ-ერთი დამსახურება რა არის მთელი ამ წლების განმავლობაში? რომ ღიად პრორუსულ ძალებს, მათ შორის, ტელევიზიებს და პარტიებს, ჰქონდათ მეტი გავლენა (ეს არჩევნებზეც იყო გამოხატული) და ეს გავლენა რამდენჯერმე შემცირდა, თუმცა მთავარი პრობლემა რჩება. ეს არის არა ღიად პრორუსული ძალები. ასეთი ძალაა „ნაცმოძრაობა“, რომელმაც ჯერ ქვეყნის 20 პროცენტი ჩააბარა, შემდეგ კი სტრატეგიული ენერგეტიკული ობიექტები. ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ რუსული გავლენა საქართველოში გაფართოებულიყო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, „არის რამდენიმე ტელევიზია, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში ტვინის გამორეცხვით, ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდითა და სიცრუილთ არის დაკავებული“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]