weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

დღეს რომ ხელისუფლებაში სააკაშვილი ყოფილიყო, აქ მოაწყობდნენ მეორე მარიუპოლს – ღარიბაშვილი

17:27 ოთხშაბათი, 27 აპრილი 2022

„დღეს ხელისუფლებაში რომ სააკაშვილი ყოფილიყო, აქ იქნებოდა ომი. აქ მოაწყობდნენ მეორე მარიუპოლს. ეს იყო განზრახვა“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

„როგორ ფიქრობთ, რატომ ჩამოვიდა საქართველოში სააკაშვილი? სააკაშვილი ჩამოვიდა ერთი მიზნით – მოეხდინა დესტაბილიზაცია ქვეყანაში, რევოლუცია, მასობრივი მკვლელობები, მათ შორის ოპოზიციური ლიდერების მკვლელობები და მომხდარიყო გადატრიალება. ეს, რა თქმა უნდა, პირდაპირ ნიშნავდა ოკუპირებულ ქვეყანაში ახალი ომის დაწყებას. გესმით საერთოდ რამხელა ბინძური პროვოკაცია ავარიდეთ ჩვენ ყველას?“, – თქვა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან.

ამასთან, როგორც პრემიერ-მინისტრი ამბობს, „არსებობდა კონკრეტული ინფორმაციები“, რომ უკრაინაში ომი ნოემბერში ან დეკემბერში უნდა დაწყებულიყო. ღარიბაშვილი ამას უკავშირებს ექსპრეზიდენტის საქართველოში დაბრუნებას.

„სწორედ ამ მიზნით ჩამოვიდა სააკაშვილი, რომ აქედან ყოფილიყო მზაობა მეორე ფრონტის გახსნის. ეს, სამწუხაროდ, დაადასტურეს ჩვენმა უკრაინელმა მეგობრებმა, რაც ჩემთვის ძალიან სამწუხაროა. ერთი რამ მინდა ვთქვა, რომ რაც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს არ შეესაბამება და არ შეეფერება, ჩვენ არაფერს არ გავაკეთებთ“, – ამბობს პრემიერ-მინისტრი.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობის მიმართ „უსაფუძვლო ბრალდებების კასკადი“ მას შემდეგ დაიწყო, რაც მისმა გუნდმა მკაფიოდ განუცხადა, მათ შორის, უკრაინის ხელისუფლებას, რომ „არავითარი მეორე ფრონტი და ომი საქართველოშია არ იქნება“.  

„გახსოვთ ჯერ კიდევ ელჩის გაწვევის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, შემდეგ რაღაც ბრალდებები რძეზე, ყველზე, ახლა კიდევ მოვისმინეთ ხორბალი, ამას დაემატა პირდაპირი, დეკლარირებული აღიარება უკრაინის ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლების მხრიდან, რომ მათი სურვილი და ამოცანა იყო და არის მოლდოვასა და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა.

გუშინ ასევე მოვისმინეთ მათ მიერ დამწუხრებით გაკეთებული განცხადებები, რომ თითქოს ჩვენ, ქართული ხელისუფლება არ ვართ ომისთვის მზად, არ გავაკეთებთ ომს და რომ ამას სააკაშვილი გააკეთებდა. ჩვენ ეს კარგად ვიცით, მეგობრებო.

სააკაშვილმა ყველაზე დიდი, გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა, როცა თავიდან არ აარიდა ჩვენს ხალხს და ქვეყანას ომი და შედეგად ქვეყანა დაინგრა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკრაინის მოქალაქეა და უკრაინაში რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა, ქართველმა სამართალდამცველებმა 2021 წლის 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს. ის ქვეყანაში არალეგალური გზით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე დაბრუნდა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. დონეცსკის ოლქში მდებარე ქალაქი მარიუპოლი საომარი მოქმედებების შედეგად ერთ-ერთი ყველაზე უფრო განადგურებული ადგილია. ომის დაწყების დღიდანვე რუსეთის სამიზნე არა მხოლოდ სამხედრო დანიშნულების ობიექტები, არამედ ხელისუფლების ადმინისტრაციული ორგანოების შენობები, საავადმყოფოები, სკოლები და საბავშვო ბაღებია.

 

ამ თემაზე:

მეჩვენება, რომ საქართველოს მთავრობა ძალიან ცდილობს თავი მოაწონოს რუსეთს – არესტოვიჩი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]