weather cur horoscope tv
აგვისტო 09, 2022

საქართველოს EU-ში გაწევრიანებას გამოკითხულთა 88% უჭერს მხარს, NATO-ში – 75%

12:36 ხუთშაბათი, 28 აპრილი 2022

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ მარტში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, მოქალაქეების უმეტესობა საქართველოს ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციას მხარს უჭერს.

შეკითხვაზე – მხარს უჭერთ თუ ეწინააღმდეგებით საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, რესპონდენტების 74%-მა თქვა, რომ მხარს უჭერს, 14% კი გარკვეულწილად უჭერს მხარს. ევროკავშირში ინტეგრაციის წინააღმდეგია 10%. კვლევის მიხედვით, გასულ წელთან შედარებით, ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობა 5%-ით გაიზარდა.

ის ადამიანები, ვინც ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეები არიან, მოელიან, რომ ამას დადებითი გავლენა ექნება ქვეყნის ეკონომიკაზე, უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე. ამასთან, გამოკითხულთა 43%-მა არ იცის, როდის გახდება საქართველო ევროკავშირის წევრი. 24% ფიქრობს, რომ ეს 2025 წლის შემდეგ მოხდება, 11%-ის აზრით კი, საქართველო არასდროს იქნება ევროკავშირის წევრი ქვეყანა.

შეკითხვაზე, რა არის ყველაზე დიდი დაბრკოლება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, 28%-ის პასუხია პოლიტიკური არასტაბილურობა საქართველოში, 24% ასახელებს ევროკავშირის ქვეყნების წინააღმდეგობას, 20% კი საქართველოში არსებულ შიდა წინააღმდეგობას. გამოკითხულთა 13% მიიჩნებს, რომ დაბრკოლებაა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა.

რაც შეეხება NATO-ში ინტეგრაციას, გამოკითხულთა 60% ამას სრულად უჭერს მხარს, 15% კი – გარკვეულწილად. 20% NATO-ში შესვლის წინააღმდეგია.

გასული წელთან შედარებით, უმნიშვნელოდ არის გაზრდილი იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც NATO-ში გაწევრიანებას ემხრობა. სამით არის შემცირებული მოწინააღმდეგეთა პროცენტული მაჩვენებელი.

NATO-ში საქართველოს გაწევრიანების მომხრეები მთავარ სარგებლად უსაფრთხოებას, თავდაცვასა და სტაბილურობას ასახელებენ.  ამასთან, გამოკითხულთა 22% ფიქრობს, რომ საქართველო არასდროს გახდება NATO-ს წევრი, 22%-ის აზრით, ეს 2025 წლის შემდეგ მოხდება, 43%-მა კი არ იცის.

მოქალაქეები NATO-ში გაწევრიანებისთვის მთავარ დაბრკოლებებს შორის რუსეთის წინააღმდეგობას (32%), უკუპირებული რეგიონების სტატუსს (29%) და ალიანსის წევრების წინააღმდეგობას (10%) აღნიშნავენ. ასევე დასახელებულია ისეთი გარემოებები, როგორებიცაა: პოლიტიკური არასტაბილურობა საქართველოში, ქვეყანის შიგნით არსებული წინააღმდეგობა და ხელისუფლების არასწორი პოლიტიკა.

კვლევა ჩატარდა 2022 წლის 4-24 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“-ისმიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1486 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 64 %. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]