weather cur horoscope tv
ოქტომბერი 08, 2024
×

შეტყობინება

Failed loading XML... Opening and ending tag mismatch: description line 1 and script Opening and ending tag mismatch: item line 1 and div Sequence ']]>' not allowed in content internal error: detected an error in element content

CNN: პუტინმა შესაძლოა უკრაინას ომი ოფიციალურად 9 მაისს გამოუცხადოს

19:55 სამშაბათი, 03 მაისი 2022

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, შესაძლოა, უკრაინას ომი 9 მაისს ფორმალურადაც გამოუცხადოს, რაც მას საყოველთაო მობილიზაციის საშუალებას მისცემს. ამის შესახებ ტელეკომპანია CNN წერს და დასავლელი ოფიციალური პირების მოსაზრებებს ეყრდნობა.

9 მაისს, რუსეთი „გამარჯვების დღეს“ აღნიშნავს და 1945 წელს ნაციზმის დამარცხებას ზეიმობს. როგორც CNN-ი წერს, დასავლელი ოფიციალური პირები დიდი ხანია მიიჩნევენ, რომ პუტინი ამ დღის სიმბოლურ მნიშვნელობასა და პროპაგანდისტულ ღირებულებას გამოიყენებს იმისთვის, რომ გამოაცხადოს უკრაინაში სამხედრო მიღწევის ან საომარი მოქმედებების მთავარი ესკალაციის შესახებ, ან ორივე ერთად.

ტელეკომპანია დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის, ბენ უოლესის განცხადებას ციტირებს. უოლესი რამდენიმე დღის წინ ამბობდა, რომ პუტინმა შესაძლოა უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები „სპეციალურ სამხედრო ოპერაციად“ აღარ მოიხსენიოს და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადოს.

„ის ამზადებდა ნიადაგს იმისთვის, რომ შესძლებოდა ეთქვა: ნახეთ, ახლა ეს არის ომი ნაცისტების წინააღმდეგ და რაც ჩვენ გვჭირდება, მეტი ხალხია. მეტი რუსული საზარბაზნე ხორცი მჭირდება.

არ გამიკვირდება, თუმცა ამის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, რომ ის, აპირებდეს მაისის ამ დღეს გამოაცხადოს: „ჩვენ ახლა ომში ვართ მსოფლიოს ნაცისტებთან და გვჭირდება რუსი ხალხის მასობრივი მობილიზება“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა.

ომის ოფიციალური გამოცხადება პუტინს სარეზერვო ძალების მობილიზების საშუალებას მისცემს, რაც უკრაინაში დანაკარგების ფონზე, სჭირდება. დასავლელი და უკრაინელი ოფიციალური პირების შეფასებით, 24 თებერვალს უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ომში სულ მცირე 10 000 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა. რიგი სამხედრო და ლოგისტიკური წარუმატებლობის შემდეგ, რუსეთმა ძალისხმევა აღმოსავლეთ უკრაინის დონბასის რეგიონზე მიმართა. CNN-ის ინფორმაციით, პენტაგონის წარმომადგენელმა რუსეთის სამხედრო მოქმედებები შეაფასა როგორც „ანემიური“.

 

ამ თემაზე:

რუსეთმა ისრაელი „კიევის ნეონაცისტური რეჟიმის“ მხარდაჭერაში დაადანაშაულა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]