weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

კალაძემ პოდოლიაკს „სამარცხვინო არსება“ უწოდა

15:24 ოთხშაბათი, 04 მაისი 2022

თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველს, მიხაილო პოდოლიაკს „სამარცხვინო არსება“ უწოდა.

„პოდოლიაკის განცხადება სამარცხვინოა. ჩვენ არაერთი სამარცხვინო განცხადება მოგვისმენია. ჩემი თხოვნა იქნება ძალიან მარტივად: ჩაეძიოთ და მოიკითხოთ, ვინ არის პოდოლიაკი. ძალიან ბევრ საინტერესო ინფორმაციას მიიღებთ.

მე უკრაინასთან ძალიან მჭიდრო კავშირები მაქვს, წლების განმავლობაში ვცხოვრობდი, იქ ვთამაშობდი და ასეთი არსებები, როგორიც პოდოლიაკია, სამარცხვინო არიან. ნახეთ, ვინ არის, რა ცხოვრებით ცხოვრობდა და რას წამოადგენდა ვინმე პოდოლიაკი“, – უთხრა კალაძემ ჟურნალისტებს.

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი მიხაილო პოდოლიაკის მიერ „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუს გამოეხმაურა. პოდოლიაკმა ბიძინა ივანიშვილი მოიხსენია რუს ოლიგარქად, რომელსაც საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებაზე გავლენა აქვს. მისი თქმით, მისთვის ამოუცნობია, როგორ შეიძლება ქართველების მსგავს ამაყ და ძლიერ ხალხს ჰყავდეს „ისეთი ოლიგარქი როგორიც ივანიშვილია“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]