weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

პოდოლიაკი ვიგინდარაა, რომელიც შემთხვევით მოხვდა ხელისუფლებაში – ზარქუა

16:10 ოთხშაბათი, 04 მაისი 2022

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებებს პარლამენტში „ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ზარქუაც გამოეხმაურა. მან პოდოლიაკს „ჩვეულებრივი ვიგინდარა“ უწოდა და თქვა, რომ ის უკრაინის ხელისფლებაში შემთხვევითაა მოხვედრილი.

„დღეს გამოვარდა, თუ არ ვცდები პოდოლიაკია... ძალიან უცნაურ მოვლენასთან გვაქვს საქმე, რა. მიხედე, ომი გაქვს, უამრავი ადამიანი გეღუპება, უამრავი გამოწვევა აქვს უკრაინას და იცლიან და თან ერევიან საქართველოს შიდა საქმეებში და ამბობენ, რომ ხალხმა უნდა იმას ქნას, ის არ უნდა იყოს... ვინ ეკითხება პოდოლიაკს? რას წარმოადგენს? ერთი ჩვეულებრივი ვიგინდარაა, პირდაპირ გეტყვით, რომელიც შემთხვევით მოხვდა ხელისუფლებაში ისიც და კიდევ ბევრი სხვა. ამაზე, თავის დროზე, უკრაინელი ხალხი თვითონ იტყვის ხმამაღლა“, – ამბობს ირაკლი ზარქუა.

მიხაილო პოდოლიაკმა „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი მოიხსენია რუს ოლიგარქად, რომელსაც საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებაზე გავლენა აქვს. მისი თქმით, მისთვის ამოუცნობია, როგორ შეიძლება ქართველების მსგავს ამაყ და ძლიერ ხალხს ჰყავდეს „ისეთი ოლიგარქი როგორიც ივანიშვილია“.

„საქართველოს ხელისუფლება პირდაპირ თუ ირიბად უკავშირდება ბატონ ივანიშვილს, რომელიც მკაფიოდ წარმოდგენილი რუსი ოლიგარქია და სამწუხაროდ, უკვე დიდი ხანია აქვს გავლენა დღევანდელ საქართველოს ხელისუფლებაზე. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო ცოტა არ იყოს უცნაურად უყურებს უკრაინაში ომს. არ იკავებს ისეთივე მკაფიო და არაორაზროვან პოზიციებს, როგორიც აქვს ევროკავშირის ქვეყნებს და შეერთებულ შტატებს“, – განაცხადა პოდოლიაკმა.

მანამდე მიხაილო პოდოლიაკმა თქვა, რომ საქართველოს მთავრობამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ბიძინა ივანიშვილის რუსული ბიზნესის გამო არ მიიღო.

 

ამ თემაზე:

კალაძემ პოდოლიაკს „სამარცხვინო არსება“ უწოდა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]