weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

ქართველებს ძალიან დიდი წვლილი გვაქვს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებაში – ღარიბაშვილი

12:10 ორშაბათი, 09 მაისი 2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავი მიულოცა. მედიასთან კომენტარის დროს, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ომში გამარჯვებაში ქართველებმა დიდი წვლილი შეიტანეს.

„დღეს არის 9 მაისი და ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავი. მინდა ჩემი დიდი პატივისცემა დავუდასტურო ჩვენს გმირ ვეტერანებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს მეორე მსოფლიო ომში. მოგეხსენებათ, ქართველებს ძალიან დიდი წვლილი, დამსახურება გვაქვს ამ ომში გამარჯვებაში. მინდა, ქედი მოვიხარო ჩვენი გმირების წინაშე, რომლებმაც თავი გაწირეს ჩვენი მსოფლიოს უკეთესი მომავლისთვის. მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო ჩვენი, ქართველების ძალიან დიდი დამსახურება ამ ომში გამარჯვებაში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრს ჟურნალისტმა ჰკითხა, ევროპის ქვეყნების მსგავსად, რატომ არ აღნიშნავს საქართველო ომში გამარჯვების დღეს 8 მაისს, რაზეც ღარიბაშვილმა თქვა: „სასწაულია! თქვენ მინდა მოგილოცოთ 9 მაისი და ყველას გისურვოთ გამარჯვება და მშვიდობა“.

მეორე მსოფლიო ომი 1939-1945 წლებში მიმდინარეობდა. 1939 წელს ხელმოწერილი რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტის მიუხედავად, რომლითაც გერმანია და საბჭოთა კავშირი შეთანხმდნენ, რომ პოლონეთის ტერიტორიას გაიყოფდნენ, ერთმანეთს კი თავს არ დაესხმებოდნენ, 1941 წლის ივნისში გერმანიამ საბჭოთა კავშირს ომი გამოუხცადა. საქართველოდან მეორე მსოფლიო ომში 700 000-მდე ადამიანი გაიწვიეს, საიდანაც 300 000-ზე მეტი ფრონტიდან ცოცხალი ვერ დაბრუნდა. ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებიდან საქართველომ პროცენტულად ყველაზე მეტი მსხვერპლი გაიღო ფაშიზმის დამარცხებისთვის.

მეორე მსოფლიო ომი 1945 წელს დასრულდა. საბრძოლო მოქმედებები ევროპაში 8 მაისს (მოსკოვის დროით 9 მაისს) შეწყდა, როდესაც გერმანიამ კაპიტულაცია გამოაცხადა, ხოლო აზიაში – 1945 წლის 2 სექტემბერს, იაპონიის კაპიტულაციის შემდეგ. ევროპაში გამარჯვების დღეს 8 მაისს აღნიშნავენ, რუსეთსა და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოში კი – 9 მაისს.

2021 წლის 9 მაისის მონაცემებით, საქართველოში მეორე მსოფლიო ომის 264 ვეტერანი იყო. საზოგადოებრივი მაუწყებელი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ დღეს ქვეყანაში მეორე მსოფლიო ომის 173 მონაწილე ცხოვრობს. მათგან ყველაზე ასაკოვანი 103 წლისაა.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]