weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

ევროპული არჩევანი უალტერნატივო გადაწყვეტილება და ქართველი ხალხის არჩევანია – ღარიბაშვილი

18:45 ორშაბათი, 09 მაისი 2022

„საქართველოს ევროპული არჩევანი არის ჩვენი უალტერნატივო გადაწყვეტილება და რა თქმა უნდა, ეს არის არა მარტო ჩვენი მთავრობის გადაწყვტილება, არამედ ეს არის ჩვენი ქართველი ხალხის არჩევანი“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველომ 2014 წელს მოაწერა ხელი ისტორიულ დოკუმენტს – ევროკავშირთან ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, რასაც უვიზო რეჟიმის ამოქმედება მოჰყვა.

„ჩვენ მარტის თვეში უკვე ოფიციალურად წარვადგინეთ ჩვენი განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. ჩვენ, ქართველებს, ევროპასთან გვაერთიანებს ჩვენი საერთო ღირებულებები, ფასეულობები, ეს არის ის ფასეულობები, რომელიც არის ფუნდამენტური და რომელსაც არასდროს გადავუხვევთ. გაუმარჯოს ერთიან საქართველოს და მთლიან ევროპას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

საქართველოს მთავრობამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს წარადგინა, თუმცა ამის გაკეთებას 2024 წლისთვის გეგმავდა. ვადამ უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და სრულმასშტაბიანი ომის დაწყებასთან დაკავშირებით გადმოიწია, რადგან უკრაინამ ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანება მოითხოვა და 28 თებერვალს ოფიციალური განაცხადიც წარადგინა. უკრაინას ასოცირებული ტრიოს დანარჩენმა ორმა წევრმა – საქართველომ და მოლდოვამაც მიბაძეს. 11 აპრილს, საქართველომ და მოლდოვამ, ცოტა ადრე კი უკრაინამ, შესავსებად თვითშეფასების კითხვარი მიიღეს. პასუხების საფუძველზე ევროკომისია მოამზადებს შეფასების ანგარიშს ქვეყნებისთვის ევროკავშირის კანდიდატი სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. საქართველო კითხვარის მთავრობა მეორე ნაწილის წარდგენას 10 მაისს გეგმავს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]