weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ღარიბაშვილი: ომის შედეგები განსაზღვრავს მომავალს მთელი მსოფლიოსთვის, მათ შორის, ჩვენთვის

18:57 ორშაბათი, 09 მაისი 2022

„ჩვენთვის ყველასთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ომის დამთავრებას უკრაინაში. რა თქმა უნდა, ომის შედეგები განსაზღვრავს მომავალ დღეებს მთელი მსოფლიოსთვის, მათ შორის ჩვენთვის, საქართველოსთვის“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გამოსლისას.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ყველაზე დიდ ევროპულ სახელმწიფოში მიმდინარე ომი გამოწვევაა არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ, მთელი ევროპისთვის.

„მე სიამოვნებით ვუერთდები დღევანდელ დღეს და კიდევ ერთხელ გილოცავთ ევროპის დღეს. ამავე დროს მინდა ვთქვა, რომ ჩვენ 77 წელია აღვნიშნავთ ფაშიზმზე გამარჯვებს დღეს საქართველოში. კარგად გვესმის, რომ ფაშიზმი, რომელიც იყო გამოწვევა არა მხოლოდ ევროპისთვის, არამედ, მთელი მსოფლიოსთვის, ჩვენი ერთიანობით იქნა დამარცხებული. მე მინდა გავიხსენო ძალიან ბევრი ქართველის დამსახურება ფაშიზმზე გამარჯვებისთვის ბრძოლაში. სამწუხაროდ, 77 წლის შემდეგ, ევროპის შუაგულში, ყველაზე დიდ ევროპულ სახელმწიფოში, უკრაინაში დღეს მიმდინარეობს უთანასწორო და უსამართლო ომი, რომელიც რა თქმა უნდა გამოწვევაა არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ, მთელი ევროპისთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ უპასუხებს თანამედროვე მსოფლიო გამოწვევას, რომელიც დღეს ევროპაში დგას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]