weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

წულუკიანი ევროკავშირის კითხვარის შევსებაზე: „ეს იყო მართლაც ტიტანური შრომა“

13:04 სამშაბათი, 10 მაისი 2022

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, ვიცე-პრემიერ თეა წულუკიანის განცხადებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო კითხვარის შესავსებად მთავრობამ ტიტანური შრომა გასწია.

კითხვარის მეორე ნაწილის ევროკავშირის ელჩისთვის გადაცემა დღეს იგეგმება. მთავრობა შევსებულ დოკუმენტს არ ასაჯაროებს.

„ყველა უწყებამ საგარეო საქმეთა სამინისტროს შესანიშნავი კოორდინაციის და პრაქტიკულად 24-საათიანი რეჟიმის ფარგლებში ვიმუშავეთ. მადლობა საგარეო საქმეთა სამინისტროს ამისთვის. ეს იყო მართლაც ტიტანური შრომა და კითხვარის მეორე ნაწილი, რომელიც ყველაზე მოცულობითი და დარგობრივი, შესაბამისად, ყველაზე ტექნიკური და ძნელად შესავსები იყო, წარმატებით შეივსო.

 იმედით ველოდებით შედეგს და იმედი მაქვს, რომ არ იქნება რაიმე უსაფუძვლო შეფერხება ამ გზაზე უკვე ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან“, – განაცხადა წულუკიანმა.

საქართველოს მთავრობამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს წარადგინა, თუმცა ამის გაკეთებას 2024 წლისთვის გეგმავდა. ვადამ უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და სრულმასშტაბიანი ომის დაწყებასთან დაკავშირებით გადმოიწია, რადგან უკრაინამ ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანება მოითხოვა და 28 თებერვალს ოფიციალური განაცხადიც წარადგინა. უკრაინას ასოცირებული ტრიოს დანარჩენმა ორმა წევრმა – საქართველომ და მოლდოვამაც მიბაძეს. 11 აპრილს, საქართველომ და მოლდოვამ, ცოტა ადრე კი უკრაინამ, შესავსებად თვითშეფასების კითხვარი მიიღეს. პასუხების საფუძველზე ევროკომისიამ უნდა მოამზადოს შეფასების ანგარიში ქვეყნებისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]