weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

ირაკლი ღარიბაშვილმა კარლ ჰარცელს ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილი გადასცა

17:56 სამშაბათი, 10 მაისი 2022

საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო კითხვარის მეორე ნაწილი შეავსო. დოკუმენტი დღეს, 10 მაისს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს კარლ ჰარცელს გადასცა.

„სიამოვნებით წარმოგიდგენთ კითხვარის პასუხებს. შევსება დავასრულეთ, ჯამში 7 წიგნი გამოვიდა და სიამოვნებით გადმოგცემთ მათ. მოუთმენლად ველით ევროკომისიისა და წევრი სახელმწიფოების გადაწყვეტილების გაგებას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში კარლ ჰარცელთან შეხვედრის დროს.

ევროკავშირის ელჩმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ კითხვარი ძალიან დაეხმარება ევროკომისიას შეფასების გაკეთებაში.

„ბატონო პრემიერ-მინისტრო, მადლობელი ვარ, რომ აქ ვიმყოფები და ვიღებ თქვენი და მრავალი სხვა ადამიანის დიდი შრომის შედეგს, რაც კითხვარის მეორე და დასკვნით პროცესში განხორციელდა. ეს ძალიან დაეხმარება ევროკომისიას შედეგის განსაზღვრაში“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

კითხვარის პირველი შევსებული ნაწილი ევროკავშირის ელჩს 2 მაისს გადაეცა.

საქართველოს მთავრობამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს წარადგინა, თუმცა ამის გაკეთებას 2024 წლისთვის გეგმავდა. ვადამ უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და სრულმასშტაბიანი ომის დაწყებასთან დაკავშირებით გადმოიწია, რადგან უკრაინამ ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანება მოითხოვა და 28 თებერვალს ოფიციალური განაცხადიც წარადგინა. უკრაინას ასოცირებული ტრიოს დანარჩენმა ორმა წევრმა – საქართველომ და მოლდოვამაც მიბაძეს. 11 აპრილს, საქართველომ და მოლდოვამ, ცოტა ადრე კი უკრაინამ, შესავსებად თვითშეფასების კითხვარი მიიღეს.

პასუხების საფუძველზე ევროკომისიამ უნდა მოამზადოს შეფასების ანგარიში ქვეყნებისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. ევროკომისიის ანგარიში ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]