weather cur horoscope tv
მაისი 24, 2022
×

შეტყობინება

Failed loading XML... Opening and ending tag mismatch: description line 1 and script Opening and ending tag mismatch: item line 1 and div Sequence ']]>' not allowed in content internal error: detected an error in element content

თუ ეს პოლიტიკური შანტაჟია, მათ კარგად არ ცნობიათ ბიძინა ივანიშვილი – კობახიძე

18:57 სამშაბათი, 10 მაისი 2022

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ლეგიტიმურ კითხვებს აჩენს შვეიცარიული ბანკ Credit Suisse-ის მიერ ბიძინა ივანიშვილის გადარიცხვების ერთი თვით შეფერხება. კობახიძე არ გამორიცხავს, რომ ეს „პოლიტიკური შანტაჟი“ იყოს და ვიღაც ცდილობდეს ივანიშვილი პოლიტიკაში დააბრუნოს იმისთვის, რომ „ქვეყანა ომში ჩაერთოს“.

კობახიძემ უპასუხა შეკითხვას, რომელიც ყოფილი პარლამენტარის, „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული ხათუნა ხოფერიას განცხადებას ეხებოდა. ხოფერიას თქმით, ივანიშვილისთვის შვეიცარიული ბანკის მიერ ტრანზაქციების შეჩერება, ისევე როგორც საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევა და რუსი ოლიგარქის, ვლადიმერ ევტუშენკოვის სატელეფონო საუბარი ბიძინა ივანიშვილთან, კოორდინირებული ქმედებების ნაწილია, რისი „ორგანიზების რესურსი მხოლოდ ერთ დიდ მოთამაშეს – ამერიკას აქვს“.

„ეს კითხვები არის ლეგიტიმური და არც თუ უსაფუძვლოა. ჩვენ ვხედავთ რაღაც კოორდინაციას და ალბათ ლოგიკურია, ეს კოორდინაცია რომ კითხვებს აჩენს.

 ჩვენთვის, რა თქმა უნდა, გასაკვირი იყო ის განცხადებები, რომლებიც კეთდებოდა უკრაინის ხელისუფლების მხრიდან და იყო გაუგებარი კოორდინაცია, მაღალი ხარისხით.

გვახსოვს იგივე უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით, აბსოლუტურად აუხსნელი, ალოგიკური და აქაც კოორდინაცია ჩანდა. იყო სხვა შემთხვევებიც, სადაც, სამწუხაროდ, ალოგიკური მოვლენები იყო, ევტუშენკოვის ზარი, ესეც გაუგებარია. ანუ კაცი არის, რომელიც სანქციებს არ ექვემდებარება, ამასაც თავისი მიზეზი უნდა ჰქონდეს, ეს კაცი ახორციელებს ზარს და მერე ეს ზარი ხდება „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული ტელევიზიებისთვის ერთთვიანი თემა. რაღაც გამოგონილი თემა გაუგებარი ზარით ერთი თვის განმავლობაში იყო აწეული, ესეც კოორდინაციაზე მიუთითებს. შვეიცარიული საბანკო სისტემა სანდოობის მაღალი ხარისხით სარგებლობდა ათწლეულების განმავლობაში და მთელი სახელმწიფო სისტემა იდგა პრაქტიკულად ამაზე. როდესაც ასეთი საბანკო სისტემის ერთ-ერთი ნაწილი, კონკრეტული შვეიცარიული ბანკი აფერხებს ერთი თვის განმავლობაში გადარიცხვას, რა თქმა უნდა, ეს დამატებით კითხვებს აჩენს.

არ ვიცი, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი. თუ ვინმეს აქვს ასეთი მცდელობა, რომ ბიძინა ივანიშვილი მისი ნების წინააღმდეგ შემოაბრუნოს ქართულ პოლიტიკაში იმისთვის, რომ ქვეყანა ომში ჩაერთოს, მგონია, რომ სულ მცირე, ეს მიუღებელი და პრინციპულად არასწორია.

თუ ვინმეს აქვს ასეთი მცდელობა, ვფიქრობ, ის ბიძინა ივანიშვილს კარგად არ იცნობს, არ ახსოვს, მათ შორის, ის თავდადება და თავგანწირვა, რაც ამ კაცმა გამოვლინა 2012 წელს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, როცა ერთი თვის განმავლობაში ფერხდება გადარიცხვა, რომელსაც სტანდარტულად რამდენიმე საათი სჭირდება და შვეიცარიული ბანკი მთელი საბანკო სისტემის რეპუტაციას აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ, შესაძლოა, ამან ღრმა ეჭვები გამოიწვიოს.

„ამაზეა საუბარი, ხომ არ არის ეს შანტაჟი, მით უმეტეს, რომ თავად ბანკის განცხადებაში პოლიტიკური მესიჯი იყო გამორეული.

თუ ეს არის პოლიტიკური შანტაჟი, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მათ არ ცნობიათ კარგად ბიძინა ივანიშვილი. თუ აქვთ იმის ილუზია, რომ ბიძინა ივანიშვილი თანხის სანაცვლოდ, როგორიც არ უნდა იყოს ეს თანხა, ვინმეს ქვეყანას გაანადგურებინებს, მათ არ სცოდნიათ კარგად ბიძინა ივანიშვილი და მისი ხასიათი“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, ვისგან შეიძლება, მოდიოდეს კოორდინაცია, კობახიძე პასუხობს, რომ მას აქვს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და ამ დეტალებში ვერ შევა.

„იმედია, რომ საბოლოო ჯამში ყველაფერს მოეფინება ნათელი. საზოგადოებამ საბოლოო ჯამში უნდა იცოდეს, ვის სურს, საქართველო ჩაერთოს ომში და ვის არ სურს, რადგან ომში ჩართვა არ არის მარტივი საკითხი. დღეს ომში საქართველოს ჩართვა ნიშნავს პრაქტიკულად ქვეყნის განადგურებას. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვის სურს და ვის არ სურს. მე არ ვიცი.

რაც დღემდე ვიცოდით, „ნაცმოძრაობას“ ეს ცალსახად სურს და ამას არც მალავენ და ვერც მალავენ, მათ შორის, საკუთარი გარეექსპერტების მეშვეობით, დაწყებული ლომჯარიათი და გიგაურით, დამთავრებული მარგველაშვილითა და უსუფაშვილით, ყველა ლაპარაკობს პრაქტიკულად ამაზე. ანუ, მათ რომ სურთ და ისინი რომ არიან „ომის პარტია“, ყველამ ძალიან კარგად ვიცით.

უკრაინის ხელისუფლების მხრიდანაც მსგავსი განცხადებები პირდაპირი ფორმით გაკეთდა. ეს არის ის, რაც ვიცით უტყუარი ფორმიით. საერთაშორისო მედიაში იყო ამაზე გავრცელებული განცხადება, თუ არ ვცდები, ადვოკატის მხრიდან იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილი შესაძლოა, თვითონ გამოვიდეს და თვითონ გამართოს პრესკონფერენციები ამ თემასთან დაკავშირებით. მე დაველოდებოდი მის პოზიციას ამ თემაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-ს მეორედ უჩივის. გავრცელებული განცხადების მიხედვით, Credit Suisse-ს მიერ ბენეფიციარების ინტერესების დასაცავად და საჭიროებისამებრ თანხის გაცემის უზრუნველსაყოფად დაფუძნებულ Green Vals Trust-ში ბანკმა ოპერაციები შეაყოვნა, რითაც ივანიშვილს მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი მიადგა.

„2022 წლის 4 მარტს ბენეფიციარებმა მოითხოვეს თანხის გაცემა, რომელიც მეურვემ მხოლოდ 2022 წლის 4 აპრილს დაამტკიცა, რამაც ბენეფიციარებს ფინანსური ზიანი მიაყენა. მეურვემ შეფერხების დასასაბუთებლად მოიხსენია „გეოპოლიტიკური გარემო აღმოსავლეთ ევროპაში“. ბენეფიციარებს არანაირი კავშირი არ აქვთ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრასთან და არ ექვემდებარებოდნენ რაიმე სანქციას“, – ნათქვამია ივანიშვილის მიერ დაქირავებული PR კომპანიის განცხადებაში.

იქვე აღნიშნულია, რომ ბიძინა ივანიშვილს ორმაგი მოქალაქეობა მხოლოდ საფრანგეთთან და საქართველოსთან,

„ის არ არის და არ შეიძლება იყოს დაკავშირებული სანქცირებული ორგანიზაციებისა და პირების სიასთან. ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია საჯაროდ, თუმცა რწმუნებულმა ვერ შეძლო ამ საჯაროდ ცნობილი ინფორმაციის დროული გადამოწმება და, სავარაუდოდ, ბატონი ივანიშვილი ბანკისგან არა მხოლოდ დისკრიმინაციის, არამედ პოლიტიკური ზეწოლის კამპანიის მსხვერპლიცაა“, – აცხადებენ ივანიშვილის წარმომადგენლები.

მათი ინფორმაციით, ამ საკითხზე საზოგადოების სათანადო ინფორმირებაის მიზნით, ბიძინა ივანიშვილი უახლოეს კვირებში საერთაშორისო მედიისთვის პრესკონფერენციების სერიის მოწყობას აპირებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]