weather cur horoscope tv
მაისი 24, 2022
×

შეტყობინება

Failed loading XML... Opening and ending tag mismatch: description line 1 and script Opening and ending tag mismatch: item line 1 and div Sequence ']]>' not allowed in content internal error: detected an error in element content

ღარიბაშვილის თქმით, მურუსიძე და ასობით სხვა მოსამართლე რეჟიმის მსხვერპლები იყვნენ

14:15 პარასკევი, 13 მაისი 2022

„... სამი-ოთხი ტალღის რეფორმები ჩავატარეთ. სასამართლო გახდა რეალურად გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და რა თქმა უნდა, სრულად შეესაბამება ევროკავშირის წევრი ქვეყნების სასამართლო სისტემას“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე.

ირაკლი ღარიბაშვილს ჟურნალისტმა ჰკითხა, კარგია თუ არა „მურუსიძის სასამართლო“ და მისაღებია თუ არა, ლევან მურუსიძის უვადოდ დანიშვნა.

„ეს არის შეურაცხყოფა. თქვენ ინდივიდებს და ადამიანებს ნუ აყენებთ შეურაცხყოფას. „მურუსიძის სასამართლო“ რას ნიშნავს? ეს არის ჩვენი სახელმწიფოს სასამართლო და პატივისცემით ილაპარაკეთ ყველა ინსტიტუტზე... ისეთი მავნებლური და მადისკრედიტირებელი საუბარი, რომელიც ოპოზიციიდან მომდინარეობს დამაზიანებელია, ანტისახელმწიფოებრივია. არ შეიძლება საუბარი „ვიღაცის სასამართლო“. ეს არის ჩვენი, თქვენი სასამართლო...

ყველაფერი უნდა დავაფასოთ, უნდა დავინახოთ პროგრესი, რაც იქნა მიღწეული და ჩვენ, რა თქმა უნდა, მივდივართ წინ... თქვენ დაგავიწყდათ, რომ სასამართლო, რეალურად ნოტარიუსის ოფისი იყო“, – თქვა ღარიბაშვილმა.

ჟურნალისტის რეპლიკას, რომ „ნოტარიუსის ოფისში“ ერთ-ერთი მთავარი ფიგურა ლევან მურუსიძე იყო, ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა:

„არ იყო. მაგ დროს ლევან მურუსიძე არავინ იყო. რეალურად იყვნენ კუბლაშვილი და ადეიშვილი. ნუ აბრალებთ ახლა ვიღაც ადამიანებს, რომლებიც მაგ დროს მსხვერპლი იყვნენ... უამრავი, ასობით მოსამართლე სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლი იყო. ასობით მოსამართლე, ათასობით პოლიციელი და პროკურორი, კეთილსინდისიერი საჯარო მოხელეები იყვნენ სწორედ მსხვერპლნი და რომ იტყვიან, მძევლები სააკაშვილის მჩაგვრელი და მავნებლური პოლიტიკის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მოსამართლე ლევან მურუსიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოში უვადოდ 2018 წელს გამწესდა. ხელისუფლებაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფნის პერიოდში, ის გახმაურებული საქმეების მოსამართლე იყო, მათ შორის, მონაწილეობა აქვს მიღებული სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის სასჯელის შემცირების გადაწყვეტილების მიღებაში. მურუსიძე ასევე იყო სულხან მოლაშვილის საქმის მოსამართლეც.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]